„ გიორგი რეიზბას“ ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩემპიონატის ფინალი მინი-ფეხბურთში.
11 აპრილი 2013 წელი
10 აპრილს გაიმართა ფინალური შეხვედრა, „ გიორგი რეიზბას“ ხსოვნისადმი მიძღვნილ ჩემპიონატზე. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 18 გუნდი. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ გუნდი „მითი“ და “Dream Team”-ი.
სრულად »
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია
4 აპრილი 2013 წელი
პრეზენტაცია
ბათუმის იუსტიციის სახლში, 22 მარტს, ჩატარდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: აბიტურიენტები, საზღვაო აკადემიის რექტორის პირველი მოადგილე ირაკლი კაცაძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი სულიკო სურმანიძე, მდგრადი განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ნათია დოლიძე, საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები და წარმომადგენლები.
სრულად »
გიორგი რეიზბას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი-ფეხბურთში
4 აპრილი 2013 წელი
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის თვითმმართველობა 5-10 აპრილს, ატარებს აკადემიის სტუდენტის, გიორგი რეიზბას ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს მინი-ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობას ღებულობს აკადემიის სტუდენტების მიერ შექმნილი 18 გუნდი. ფინალური შეხვედრა გაიმართება 10 აპრილს. გამარჯვებული გუნდები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით.
სრულად »
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია
2 აპრილი 2013 წელი
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარუდგინა საზღვაო ნავიგაციის ფაკულტეტის ორი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა. შეხვედრაზე განიხილეს კადეტთა საზღვაო პრაქტიკის უზრუნველყოფის საკითხი.
სრულად »
დასაქმების ფორუმი 2013
27 მარტი 2013 წელი
19 აპრილს, 12 საათზე, სასტუმროში “Sheraton Batumi” დასაქმების სააგენტო "ეიჩარი” მართავს დასაქმების ფორუმს ბათუმში. ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები აპლიკანტებს პირისპირ გაესაუბრებიან.
სრულად »