ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
14 სექტემბერი 2012 წელი
აკადემიაში ჩატარდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები. სენატის გადაწყვეტილებით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად ერთხმად იქნა არჩეული ასოცირებული პროფესორი ლევან ჯაყელი
სრულად »
სტუდენტთა საყურადღებოდ
14 სექტემბერი 2012 წელი
საზღვაო აკადემიის სენატის გადაწყვეტილებით სწავლის საფასურის შემოტანის ბოლო ვადად განისაზღვრა 2012 წლის 28 სექტემბერი. 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწერება სტუდენტთა სტატუსის შეჩერების შესახებ ბრძანება, რომელშიც მოხვდება ყველა სტუდენტი, რომელთაც არ ექნებათ დაფარული სწავლის საფასური.
სრულად »
კორეელი სტუმრები
14 სექტემბერი 2012 წელი
13-14 სექტემბერს, ბათუმის საზღვაო აკადემიას, საქმიანი ვიზიტით ეწვია სამხრეთ კორეის, ქალაქ მოკპოს საზღვაო უნივერსიტეტის დელეგაცია. სტუმრებს აკადემიის რექტორი, ბატონი ირაკლი შარაბიძე მასპინძლობდა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ორ სასწავლებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
სრულად »
განცხადება
12 სექტემბერი 2012 წელი
ს.ს.ი.პ. – სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით არჩევნების გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ
სრულად »
თანამშრომელთა საყურადღებოდ!
10 სექტემბერი 2012 წელი
დაზღვევის სურვილის მქონე თანამშრომლებმა გთხოვთ 15 სექტემბრამდე მიაკითხოთ კადრების განყოფილებას.
სრულად »