info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სტუმრად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში

19 ივნისი 2017 წელი
სურათი

ორშაბათს, 19 ივნისს, 11:30 საათზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სონია შარიგიანი და აჭარის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მუშახელისა და პროფესიული განათლების დახმარების სტრატეგია (G-WAVES)“ განხროციელებას.

 პროექტი, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდისგან 1.4 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა, მიზნად ისახავს საზღვაო ინდუსტრიაში მოთხოვნადი სასწავლო პროგრამების განვითარებას. პროექტის ფარგლებში, ბათუმის საზღვაო აკადემიაში ოქტომბრიდან სტუდენტების მიღება ოთხ ახალ პროფესიულ პროგრამაზე დაიწყება: მეთევზე მეზღვაური, ლოჯისტიკის და პორტის მენეჯმენტი, ამწე-კრანის ოპერატორი და შემდუღებელი.

 დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ბათუმის საზღვაო აკადემია საერთაშორისო პარტნიორთან, Pearson-თან ერთად, შეიმუშავებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისს სასწავლო პროგრამას. აკადემია აღიჭურვება თანამედროვე ლაბორატორებითა და სიმულატორებით. პირველ მიღებაზე ჯამში 160 სტუდენტი მომზადდებაა დაგეგმილი.

 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია დაფინანსებულია პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს. პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

 

https://www.youtube.com/watch?v=9jU_rIpVlgk&feature=share

« უკან