info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება

22 სექტემბერი 2017 წელი
სურათი

მილენიუმის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” (ISWD) საგრანტო პროექტის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში  შემუშავდა ახალი მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც 2017 წლის 21 სექტემბერს წარდგენილი იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოზე დასამტკიცებლად. საბჭოს წინ უძღვოდა ავტორიზაციის ექსპერტთა ვიზიტი საზღვაო აკადემიაში, რომლებმაც ადგილზე მოახდინეს   დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობა  სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან.  

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით  სსიპ -სასწავლო უნივერსიტეტ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას მიეცა უფლება დამატებით განახორციელოს   პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიულ სტუდენტთა შემდეგი რაოდენობებით:

ამწის ოპერატორის მე - 3 საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა -  20 სტუდენტი;

ამწის ოპერატორის მე - 4 საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა -  10 სტუდენტი;

შემდუღებლის მე - 3 საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა -  27 სტუდენტი;

შემდუღებლის მე - 4 საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა -  27 სტუდენტი;

სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის ოპერატორი, მე-4 საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 10 სტუდენტი;

პორტების ლოგისტიკის ოპერირება  და მენეჯმენტი,  მე - 5 საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 10 სტუდენტი;

თევზსაჭერი გემის ნავიგატორი/მეთევზე მეზღვაური, მე - 5 საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - 36 სტუდენტი;

მიღება განხორციელდება 2017 წლის საშემოდგომო პროფესიული ტესტირების შედეგებით. ინფორმაციისათვის მიმართეთ საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრს ან ელექტრონულ მისამართს  https://vet.emis.ge/#/


« უკან