info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას დათო ტურაშვილი ესტუმრა.

20 სექტემბერი 2017 წელი
სურათი

19/09 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას დათო ტურაშვილი ესტუმრა. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. 
პროექტი მიზნად ისახავს ევროპული ღირებულებების ქართულ იდენტობასთან შესაბამისობის ხაზგასმით, ევროკავშირის შესახებ არსებული უარყოფითი სტერეოტიპების ნგრევას.

ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „განათლება ყველა ბავშვს“ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში პროექტს „მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის“ განახორციელებს. პროექტი, რომელიც ადილობრივი ორგანიზაციის სტატუსით ევროპის ფონდის საქმიანობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული კამპანიის ნაწილია, ითვალისწინებს საჯარო ლექციებისა და დისკუსიების ციკლს, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე ქართველი მწერლები ევროპულ ღირებულებებსა და ქართულ იდენტობას შორის არსებულ კავშირებზე ისაუბრებენ. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის აუდიტორიასთან ინტერაქციული ლექციებისა და დისკუსიების ფარგლებში, რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე და დათო ტურაშვილი ახლებურ ჭრილში განიხილავენ საქართველოს ისტორიას, ლიტერატურას და კულტურულ მემკვიდრეობას. კონკრეტული მაგალითების განხილვისა და იმ ევროპული ღირებულებების ხაზგასმით, რომლებიც ეროვნული ტრადიციებისა და მრავალფეროვნების პატივისცემას ითვალისწინებს, მწერლები შეეცდებიან წარმოაჩინონ საზოგადოებაში არსებული შიშების უსაფუძვლობა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის აუცილებლობა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია რადიოგადაცემათა ციკლი, რომელიც ყოველ ხუთშაბათს, 18:00-ზე რადიო GIPA-ს ეთერში გავა


« უკან