info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

ნორვეგიული საგანმანათლებლო საგრანტო პროექტის კონკურსი

12 ოქტომბერი 2017 წელი

კონკურსის შედეგად შერჩეული იქნებიან სტუდენტები:

·      2018 წლის მობილობისთვის სამაგისტრო ან პროფესიული პრაქტიკის თემებთან დაკავშირებული კვლევებისთვის 1 თვით ნორვეგიაში - 1 სტუდენტი,

·      ყირგიზეთში - 1 სტუდენტი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბათუმის სახელმწიფო  საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:


1. CV ინგლისურ ენაზე

2. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე

3. ნიშნების ფურცელი

4. შევსებული სააპლიკაციო ფორმა

5. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2).

აღნიშნული დოკუმენტის არმქონე სტუდენტებისათვის ჩატარდება ტესტირება


შენიშვნა: ყირგიზეთში საკვლევი თემით გამგზავრების მსურველებისთვის აუცილებელია რუსული ენის ცოდნა.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ოქტომბერი.
ბსსა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანატი


« უკან