info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები პრაქტიკებს კორეული კომპანია "Hyundai Glovis"-ის გემებზე გაივლიან

8 ნოემბერი 2017 წელი
სურათი

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები პრაქტიკებს კორეული კომპანია "Hyundai Glovis"-ის გემებზე გაივლიან! საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და კორეულ სატრანსპორტო კომპანია „Hyundai Glovis“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები „Hyundai Glovis“-ის გემებზე საზღვაო სასწავლო პრაქტიკას გაივლიან. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე დაესწრნენ. კორეული მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობდნენ „Hyundai Glovis“-ის პრეზიდენტი კუნგბაე კიმი, „Hyundai Glovis Europe”-ის პრეზიდენტი სოჩულ კიმი .

"ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი პირველ რიგში იმისთვის რომ პრაქტიკის თვალსაზრისით, სტუდენტებმა აიმაღლონ მომზადების დონე. ეს კიდევ უფრო გაზრდის ხარისხს ისედაც საკმაოდ მაღალრეიტინგულ ჩვენს საზღვაო აკადემიაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია მსგავსი კომპანიების საქართველოში გამოჩენა და ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვა’’ - გაანცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

"Hyundai Glovis“ ერთ-ერთი მსხვილი კორეული სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო-ლოგისტიკურ მომსახურებას ოკეანეებსა და ზღვებში, ასევე შიდა და საჰაერო ტრანსპორტირების, ტვირთის შენახვისა და შეფუთვის მენეჯმენტს. კომპანიის პრეზიდენტი კუნგბაე კიმი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.


« უკან