info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

5 დეკემბერი 2017 წელი
სურათი

1.             ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (შემდგომში აკადემია) აცხადებს  ღია კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის  აკადემიური თანამდებობების  დასაკავებლად საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტსა და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე შემდეგ აკადემიური თანამდებობებზე:   

ა) საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

ა.ა) პროფესორი -  1 ერთეული;

ა.ბ) ასოცირებული პროფესორი - 3 ერთეული;

ა.გ) ასისტენტ-პროფესორი - 1 ერთეული.

 

ბ) ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

ა) ასოცირებული პროფესორი - 2 ერთეული;

ბ) ასისტენტ-პროფესორი - 1 ერთეული;

გ) ასისტენტი - 1 ერთეული.      

 

2.             კონკურსი ტარდება საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის ქვემოთ ჩამოთვლილ აკადემიური დეპარტამენტებზე შემდეგ სასწავლო დისციპლინებში:

           ა)  ნავიგაციის დეპარტამენტი:

ნავიგაცია და ლოცია I,II;

ასტრონავიგაცია I,II;

გემის მართვა და მანევრირება I,II;

გემის ტიპები, კონსტრუქციები და ტექნიკური აღჭურვილობა.

 

            ბ)  გემთმექანიკური დეპარტამენტი:

გემის ენერგეტიკული დანადგარების ავტომატიზაცია I,II;

გემის ენერგეტიკული დანადგარების ავტომატური სისტემები.

 

           გ)   ელექტრომექანიკური დეპარტამენტი:

ავტომატიკის ელემენტები და ფუნქციური მოწყობილობები-(I,II);

გემის ელექტროენერგეტიკული სისტემები-(I,II);

გემის ელექტრომოწყობილობის  და ავტომატიკის ტექნიკური ექსპლუატაციის საფუძვლები;

გემის ელექტრომოწყობილობების და ავტომატიკის  საშუალებების  მოდელირება;

გემის ელექტროენერგეტიკული სისტემების ავტომატიზაცია;

ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები-(I,II);

ელექტროამძრავების თეორია;

გემის ტვირთამწე და სპეციალური დანიშნულების მექანიზმების ავტომატიზებული ელექტროამძრავები ;

გემის საჭისა და საჭირხნი მექანიზმების ავტომატიზებული ელექტროამძრავები;

სანიჩბავი ელექტრული დანადგარები და მაღალი ძაბვის ელექტრომოწყობილობები.

 

           ე)    ზუსტ და საბუნებისმეტყველო დისციპლინათა დეპარტამენტი:

ფიზიკა I,II;

ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენცია და დაბინძურებასთან ბრძოლის მეთოდები, შრომის დაცვა და უსაფრთხოება, სიცოცხლის უსაფრთხოება და ზღვის ეკოლოგია.

 

3.             კონკურსი ტარდება ბიზნესისა და მართვის  ფაკულტეტის ქვემოთ ჩამოთვლილ აკადემიური დეპარტამენტებზე შემდეგ სასწავლო დისციპლინებში:

ა) ლოჯისტიკის დეპარტამენტი:

ბიზნეს გარემო;

ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა;

            პროექტების მენეჯმენტი;

ბიზნესის პროექტირება;

ბიზნესის პროექტირება;

ბიზნეს ეტიკეტი და მოლაპარაკების ხელოვნება;

           რეკლამა და პიარი;

ბიზნეს ეტიკეტი და მოლაპარაკების ხელოვნება.

 

           ბ) ნავსადგურის მენეჯმენტის დეპარტამენტი:

მმართველობითი აღრიცხვა;

ფინანსები ფულის მიმოქცევა და კრედიტი;

საგადასახადო საქმე;

აუდიტი;

საბანკო საქმე;

ინვესტიციების მართვა;

მენეჯმენტი;

მენეჯმენტის საფუძვლები;

მარკეტინგის საფუძვლები;

ადამიანური რესურსების მენეჯმენტი;

ტურიზმის მენეჯმენტი;

ტურიზმის მარკეტინგი;

ადამიანური რესურსებნის მენეჯმენტი საკრუიზო გემებზე.

 

           გ) სოციალურ-ჰუმანიტარული დეპარტამენტი:

საზღვაო სამართალი.

 

4.     კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალი აირჩევა 4 წლის ვადით.

5. განცხადებების მიღება იწარმოებს საპროცედურო კომისიის მიერ, 2018 წლის 8 იანვრიდან  17 იანვრის ჩათვლით, ყოველ დღე (დასვენებისა და უქმე დღეების გარდა), 10:00-დან 16:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდა 14:00 საათამდე),  საპროცედურო კომისიაში. საჩივრების მიღების ვადა განისაზღვროს 2018 წლის 17 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით.

6.     საკონკურსო კომისიის მიერ 2018 წლის 22 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით  მოხდება დარეგისტრირებული განცხადებების განხილვა.

7.    კენჭისყრა ჩატარდება 2018 წლის 27 იანვარს.

8.  კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2018 წლის 15 თებერვლისა  აკადემიის საინფორმაციო დაფასა და აკადემიის ვებგვერდზე: www.bsma.edu.ge.

9. კონკურსში გამარჯვებულ პირთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება არა უგვიანეს 2018 წლის 20 თებერვლისა.

10. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის გაცემა (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა სწავლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის საგნების/მონათესავე საგანთა ჯგუფის მიხედვით და სხვ.) მოხდება საპროცედურო კომისიის მიერ:  Email: info@bsma.edu.ge.

11. აკადემიის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის ძირითადი პირობებია:

         ა) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტს    მოეთხოვება:

ა.ა)   იგი არ უნდა იყოს 65 წელს მიღწეული;

ა.ბ) კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა ან მასთან გათანაბრებული საბუთი სამუშაო გამოცდილების დადასტურებისათვის. ასევე დახასიათება-რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან.

ა.გ) დარგის ან სასწავლო კურსის სწავლება-განვითარების კონცეფცია;

ა.დ) საზღვაო აკადემიის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შედგენილი  სილაბუსი, კანდიდატის მიერ წარდგენილი თითოეული სასწავლო კომპონენტისათვის;

ა.ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური   ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი არჩეული დარგის ან მასთან მომიჯნავე დარგში შესაბამისი პროფილით;

ა.ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის/დარგის ან მასთან მომიჯნავე დარგში შესაბამისი პროფილით;

ა.ზ) სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, კონგრესებში და სხვა სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ა.თ) სამეცნიერო ჟურნალებში და/ან კრებულებში ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არაუმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომის ნუსხა და არაუმეტეს 2 ნაშრომის ასლი კონკურსანტის შერჩევით ;

ა.ი) საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გამოცდილება (არსებობის შემთხვევაში);

ა.კ) გამოქვეყნებული სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა (სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, ლექციების კონსპექტი, მეთოდური მითითება, პროგრამული პროდუქტი) ბეჭდური ან ელექტრონული სახით;

         ბ)       ასოცირებული პროფესორი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად   კონკურსანტს მოეთხოვება:

ბ.ა) იგი არ უნდა იყოს 65 წელს მიღწეული;

ბ.ბ) კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი  სამუშაო გამოცდილების დადასტურებისათვის. ასევე დახასიათება-რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან.

ბ.გ) საზღვაო აკადემიის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შედგენილი  სილაბუსი კანდიდატის მიერ წარდგენილი თითოეული სასწავლო კომპონენტისათვის და საკუთარი შეხედულებისამებრ დარგის ან სასწავლო კურსის განხორციელბის კონცეფცია;

ბ.დ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის/დარგის ან მასთან მომიჯნავე დარგში შესაბამისი პროფილით;

ბ.ე) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება არჩეული საგანმანათლებლო მიმართულების შესაბამისი ძირითადი საგნების სწავლებაში.

ბ.ვ)ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ;

ბ.ზ) სამეცნიერო ჟურნალებში და/ან კრებულებში ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არაუმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომის ნუსხა და არაუმეტეს 2 ნაშრომის ასლი             კონკურსანტის შერჩევით, გამოქვეყნებული სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა (სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, ლექციების კონსპექტი, მეთოდური მითითება, პროგრამული პროდუქტი) ბეჭდური ან ელექტრონული სახით;

        გ) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად        კონკურსანტს მოეთხოვება:

გ.ა)  იგი არ უნდა იყოს 65 წელს მიღწეული;

გ.ბ) კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დახასიათება-რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან;

გ.გ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის/დარგის ან მასთან მომიჯნავე დარგში შესაბამისი პროფილით;

         დ)      ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტს მოეთხოვება:

დ.ა) იგი არ უნდა იყოს 65 წელს მიღწეული;

დ.ბ) უნდა იყოს დოქტორანტი და წარმოადგინოს დოქტორანტის დამადასტურებელი დოკუმენტი სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამის მინიმუმ 30 კრედიტის შესრულებით.

12. სენატი უფლებამოსილია დაამტკიცოს გასხვავებული ან დამატებითი საკონკურსო პირობები, რომელიც რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1  კვირისა  გასაჯაროვდება.

13. აკადემიის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იყოს სათანადოდ კვალიფიცირებული პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, მაგრამ რომლის სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის კომპეტენცია დასტურდება  პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

          14.    კონკურსში პროფესიული ნიშნით მონაწილე კანდიდატებს:

            ა)  მიღებული ჰქონდეს სათანადო მითითებები და ინსტრუქციები შეფასების მეთოდებსა და პრაქტიკაში;

            ბ) ჰქონდეს შეფასების განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება;

            გ) ჰქონდეს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის ან 3000 კვტ სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, მათ შორის, 12 თვე მართვის დონეზე, რომელთაგან სულ მცირე 6 თვის სტაჟი უნდა ჰქონდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში, ან ბოლო 10 წლის განმავლობაში გავლილი აქვს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებული განახლების კურსები;

            15.  სენატი უფლებამოსილია დაამტკიცოს განსხვავებული ან დამატებითი საკონკურსო პირობები, რომლების კონკურსში მონაწილეობის მსრუველთა მიერ განცხადებების მიღების ვადის დაწყებამდე არა ნაკლებ 1 კვირისა გასაჯაროვდება.

 

2. აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის დაწესებული შეზღუდვები, შრომითი ხელშეკრულების პირობები

1.             პირთან რომელიც აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონურსის შედეგად იქნება არჩეული დაიდება შრომითი ხელშეკრულება შემდეგი პირობების (შეზღუდვების) გათვალისწინებით:

            ა) პირი, რომელიც დასაქმებულია სხვა დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე სრული საშტატო დატვირთვით აკადემიაში შეიძლება დასაქმდეს აკადემიურ თანამდებობაზე ნახევარ საშტატო განაკვეთზე.

            ბ) პირი, რომელიც დასაქმებულია სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე სრულ საშტატო განაკვეთზე, აკადემიაში დასაქმდება აკადემიურ თანამდებობაზე ნახევარ საშტატო განაკვეთზე;

            გ) პირი, რომელიც დასაქმებულია სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე ნახევარ საშტატო განაკვეთზე, აკადემიაში დასაქმდება აკადემიურ თანამდებობაზე სრულ საშტატო განაკვეთზე;

            დ) თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეიცვლება ამ პუნქტის ა-გ  ქვეპუნქტებით განსაზღვრული მდგომარეობა, პირი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საზღვაო აკადემიას.

            ე) თუ პირი დამალავს ამ მუხლი პირველ პუნქტში მითითებულ გარემოებებს, რის შესახებაც ცნობილი გახდება საზღვაო აკადემიისთვის, მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება წყდება.

2.         პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოს სალექციო კურსისა  და სამუშაო რვეულის (სავარჯიშოების კრებული) მომზადება. იმ შემთხვევაში თუ ერთი პირი ახორციელებს ერთ სალექციო კურსზე მეტს, იგი ვალდებული ყოველ მომდევნო წელს მოამზადოს სალექციო კურსის და სამუშაო რვეულის (სავარჯიშოების კრებული) თითო სალექციო კურსისთვის.

3.         პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე არჩეული პირი ვალდებულია მოამზადოს ყოველწლიურად ერთი სტუდენტი კონფერენციისთვის.

4.         აკადემიური პერსონალის საშტატო და დამატებითი საათობრივი დატვირთვის ოდენობა დგინდება სენატის გადაწყვეტილების შესაბამისად.

5.         თუ პირს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მსვლელობის პროცესში ან კონკურსის გამოცხადების წელს უსრულდება 65 წელი, მასთან არ გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

6.         ამ მუხლში მითითებული შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ პირთან წყდება შრომითი ურთიერთობა.

 

 


« უკან