info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ტრენინგები მოდულური სწავლების საკითხებზე

6 დეკემბერი 2017 წელი
სურათი

1 დეკემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მიმდინარეობდა სსიპ მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები: ტრენინგი მოდულური სწავლების  საკითხებზე  დამწყები მასწავლებლებისათვის, ტრენინგი მოდულურ სწავლებაში  პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებისათვის,  ინდივიდუალური კონსულტირება პროფესიულ პროგრამებში ჩართული მოქმედი მასწავლებლებისათვის.

ტრენინგები ემსახურებოდა  პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოდულური პროგრამების წარმატებულ დანერგვას და სასწავლო პროცესის ხარისხისნად წარმართვას. დამწყებმა მასწავლებლებმა, რომლებიც ახლა ერთვებიან მოდულურ სწავლებაში მიიღეს ინფორმაცია მოდულური სწავლების თავისებურებების, პროგრამების განხორციელების წესისა და შეფასების სისტემის მოთხოვნების შესახებ.  მოქმედმა მასწავლებლებმა ისარგებლეს ინდივიდუალური კონსულტირების მომსახურებით, რაც მათ დაეხმარებათ  სტუდენტების შეფასებაში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში  და   მათი პედაგოგიური კომპეტენციის ამაღლებაში.  ტრენინგებს უძღვებოდა სსიპ მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი ია გიგიბერია.


« უკან