info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

გემ "კადეტის" გადაცემის ცერემონია

3 იანვარი 2018 წელი
სურათი

▶ დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გემი უსასყიდლოდ გადაეცა. ▶ პირველი ვიცე პრემიერის ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საბუნკერე გემი „Antoni” უსასყიდლოდ გადაეცა.

▶ 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ საზღვაო პრაქტიკა უშუალოდ აღნიშნულ გემზე „კადეტი“ გაიარონ. აკადემიის 90 წლიანი ისტორიის მანძილზე ეს არის უმნიშვნელოვანესი, ისტორიული და უნიკალური შემთხვევა, რამდენადაც აკადემიას ამ დრომდე საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი არ გააჩნდა. სტუდენტების თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად მათ პრაქტიკულ განხორციელებას შეუწყობს ხელს. აქვე აღსანიშნავია, რომ ბაკალავრის ხარისხის მიღებასთან ერთად აღნიშნულ გემზე გავლილი პრაქტიკა კურსდამთავრებულთა დასაქმების კიდევ ერთი უპირატესობა იქნება.

▶ სტუდენტებს სიტყვით მიესალმნენ საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სხვა მოწვეული სტუმრები. ▶ აღნიშნული გემი 1977 წელს არის აშენებული და ნავთობის გადამზიდ საზღვაო სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს. ამასთან, მცურავი საშუალება აღჭურვილია ყველა საჭირო სანაოსნო სისტემითა და ტექნიკური საშუალებით. ▶ საბუნკერე გემი სახელმწიფო საკუთრებაში სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის“ 2015 წლის 13 აგვისტოს #30545 ბრძანებით მიიქცა და მისი ღირებულება 1 772 000 ლარით განისაზღვრა.

▶ ეს უკანასკნელი ძალზედ მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც საზღვაო აკადემიაში არსებული ყველა საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს საზღვაო პრაქტიკას გემზე. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, საზღვაო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ კურსს, რომელიც თითოეულ სტუდენტს გავლილი უნდა ჰქონდეს. დღემდე აღნიშნული საკითხი გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რამდენადაც სტუდენტებს საზღვაო პრაქტიკის გავლა ფოთის ან ყულევის ნავსადგურებში უწევდათ. გემი სრულიად აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი აღჭურვილობით. სემესტრში 30-40 სტუდენტის საზღვაო პრაქტიკით უზრუნვეყოფა იქნება შესაძლებელი.

▶ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სრულიად ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და აჭარის მთავრობას ამ შესაძლებლობისათვის და მუდმივი მხარდაჭერისათვის.


« უკან