info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    

ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობასა და საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

7 თებერვალი 2018 წელი
სურათი

მიმდინარე წლის 6/7 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სტამბულის ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, პროფესორი ილმაზი და ასისტენტ პროფესორი კოჩალი ეწვივნენ.

შეხვედრის დროს დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და სტამბულის ილდიზის  ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. შეხვედრა გაიმართა  საზღვაო აკადემიის რექტორთან, სადაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, დაიგეგმა საერთო პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელება.

ილდიზის  ტექნიკურ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, გაეცნენ სასწავლო პროცესსა და სტუდენტურ ცხოვრებას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.


« უკან