info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბრიტანეთის საბჭო და საგანმანათლებლო სააგენტო ELL იწვევს სტუდენტებს ინგლისური ენის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომლის გამარჯვებულიც დიდ ბრიტანეთში ორკვირიან სასწავლო კურსზე გაემგზავრება

6 მარტი 2018 წელი
სურათი

კონკურსის შედეგად სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ ბრიტანეთის საბჭოს მიერ დამოწმებული Aptis სერტიფიკატი და მოიგონ შესანიშნავი პრიზები:

 

·         I ადგილი -   ორკვირიანი სასწავლო კურსი დიდ ბრიტანეთში - M.L.S International College. კურსზე წასვლას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი, საგანმანათლებლო სააგენტო ELL

·         II ადგილი - iPhone 7

·         III ადგილი - ლეპტოპი

 

კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება Aptis ტესტის სერტიფიკატით, რომელიც ასახავს:

·         სერტიფიკატის მფლობელის ინგლისური ენის ცოდნის დონეს, მისადაგებულს უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპულ ჩარჩოსთან (CEFR)

·         სერტიფიკატის მფლობელის მზაობას საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად

 

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია:

 

-       სტუდენტის ასაკი 18 წელს აღემატებოდეს

-       სტუდენტი იყოს საქართველოს მოქალაქე

-       კონკურსანტი იყოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი

 

კონკურსში მონაწილეობის საფასური - 60 ლარი.

 

რეგისტრაცია მიმდინარეობს 2018 წლის 12 თებერვლიდან - 12 მარტის ჩათვლით.

 

სარეგისტრაციოდ და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.britishcouncil.ge/exam/aptis/student-competition

 


« უკან