info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

IAMU AGA 2018

15 ოქტომბერი 2017 წელი
სურათი

მოგახსენებთ, რომ ა/წ 9-15 ოქტომბერს, ვარნაში, ბულგარეთი გაიმართა "IAMU"-ს (საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციცია) ყოველწლიური მე-18 გენერალური ასამბლეა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქათველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის დელეგაციამ.

ყოველწლიური გენერალური ასამბლეა (AGA) აერთიანებს კონფერენციაში მონაწილე საზღვაო უნივერსიტეტების ექსპერტებსა და მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს, რათა განიხილონ საზღვაო სფეროს მიღწევები დ დასახონ სამომავლო ტენდენციები საზღვაო განათლების, მეზღვაურთა გადამზადებისა თუ კვლევით სფეროში. 

აღნიშნული ასამბლეის ფარგლებში ასევე გაიმართა სტუდენტურ კონფერენცია IAMUS 2018, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის II კურსის სტუდენტებმა გიორგი ფალავანდიშვილმა, თორნიკე ჟვანიამ და გიგა სურმანიძემ. გიგა სურმანიძე თავისი ნაშრომით მოხვდა 3 საუკეთესო სტუდენტს შორის და წარმატებით წარადგინა თემა IAMU-ს აღმასრულებელი დირექტორებისა და წევრი უნივერსიტეტების წარმომადგებლების წინაშე. მათთვის ეს იყო უნიკლური შესაძლებლობა მიეღოთ და გაეზიარებინათ უფრო მეტი იდეა და გამოცდილება საზღვაო სფეროში; შეხვედროდნენ სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნების სასწავლებლებიდან, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს და მიეღოთ საერთაშორისო გამოცდილება და უნარ-ჩვევები.

▶ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სტუდენტებს აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში წარმატებული მუშაობისთვის! მათ საერთაშორისო ასპარეზზე ასახელეს არა მხოლოდ საზღვაო აკადემია, არამედ სრულიად საქართველო.

▶ საზღვაო აკადემია მოუწოდებს სტუდენტებს მეტი აქტიურობისა და ჩართულობისკენ, რათა მათ მიიღონ უფრო მეტი საერთაშორისო გამოცდილება და გაეცნონ საზღვაო სფეროში მიმდინარე ინოვაციებს.


« უკან