info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

დამსაქმებელთა და პარტნიორთა ფორუმი 2018

23 თებერვალი 2018 წელი
სურათი

 „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ ორგანიზებით „პარტნიორთა და დამსაქმებელთა ფორუმი 2018“ გაიმართა. ▶ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ რექტორმა ირაკლი შარაბიძემ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ ორგანიზებით მიმდინარე „დამსაქმებელთა და პარტნიორთა ფორუმი 2018“ გახსნეს.

▶ ფორუმის ძირითადი მიზანია კვალიფიცირებული, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისა და უკვე არსებული კადრების გადამზადების პროცესში მარეგულირებელთა, დამსაქმებელთა და სოციალურ პარტნიორთა მონაწილეობის გაფართოება და დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის კავშირების დამყარების ხელშეწყობა.

▶ სტუმრებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და სასწავლო ინფრასტრუქტურის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია საზღვაო - საინჟინრო ფაკულტეტისა და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანებმა გააცნეს, ხოლო პროფესიული მომზადების ცენტრის საქმიანობასა და ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე პრეზენტაცია ცენტრის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

▶ ღონისძიების ფარგლებში „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა“ და 3 დამსაქმებელ და პარტნიორ ორგანიზაციას შორის (კოლეჯი“იკაროსი“, შპს "საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი", შპს „GEOFIBRE“) თანამშრომლოვის მემორანდუმები გაფორმდა.

▶საზღვაო სფეროში კვალიფიცირებული კადრების მომზადების საქმეში წარმატების მისაღწევად აუცილებელია თანამშრომლობა საზღვაო სფეროში მოქმედ მარეგულირებლებთან, სოციალურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან. ▶ ფორუმის გახნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსსა” და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. ასევე ,საზღვაო განათლების სფეროში მოქმედი სასწავლო/საწვრთნელი ცენტრების, საზღვაო ინდუსტრიის, რეგიონის ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში მოღვაწე წარმატებული კომპანიების ხელმძღვანელი პირები.

▶ შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლებმა მკვეთრად დასახეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და სურვილი გამოთქვეს უფრო მჭიდროდ ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესში.


« უკან