info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

სტიპენდიები და სტაჟირება საზღვარგარეთ „განათლების საერთაშორისო გამოფენა - თბილისი - 2018“

4 აპრილი 2018 წელი
სურათი

გაცნობებთ, რომ 22 აპრილს, თბილისში ჩატარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა. გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო სასწავლებლები, საერთაშორისო  ორგანიზაციები, საელჩოები, და საგანმანათლებლო სააგენტოები. ამ გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია!

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:

 • სტიპენდიები

 • კვლევითი გრანტები

 • საზაფხულო სკოლები

 • პროფესიული სწავლება

 • საბაკალავრო პროგრამები

 • სამაგისტრო პროგრამები

 • სადოქტორო პროგრამები

 • სტაჟირება საზღვარგარეთ

 • მოკლევადიანი და გრძელვადინი პროგრამები

 

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge. (www.edu-guide.ge)

 

გამოფენის ჩატარების ადგილი: თბილისი, სასტუმრო Courtyard Marriott 

ჩატარების თარიღი და დრო: 2018 წლის 22 აპრილს, კვირა დღე. 12:00-დან 17:00-საათამდე.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/WNrjXk

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:  https://bit.ly/1Mv85Ik

 


« უკან