info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

13 ივნისი 2018 წელი
სურათი

დღეს, 13 ივნისს, 17:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ, და მეორე მხრივ, პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ. მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, რესურსების (მათ შორის, ინტელექტუალური და ტექნიკური) გაზიარებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობის გზით. 1. მემორანდუმის ამოცანები მემორანდუმის ამოცანებია: 3.1 აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება; საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; 3.2 პროფესორების, ტრენერებისა და ექსპერტების ჩართვის უზრუნველყოფა მხარეთა მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში; 3.3 ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის პუბლიკაციების მომზადებასა და გამოქვეყნებაში მონაწილეობა (ურთიერთთანამშრომლობის პირობებში შექმნილი ინტელექტუალური შრომის პროდუქტი წარმოადგენს ორივე მხარის საკუთრებას); 3.4 თანამშრომლების პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში მხარდაჭერა; 3.5 მხარეთა ანალიტიკური წარმომადგენლების ჩართვა; 3.6 საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავება ან/და კონსულტაციის გაწევა სასწავლო პროგრამებისა და მასალების შემუშავების პროცესში; 3.7 სხვა ღონისძიებების განხორციელება მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის მიზნების მისაღწევად.


« უკან