info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

ღია კონკურსში მასწავლებელთა მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 7 ივლისამდე გაგრძელდა

2 ივლისი 2018 წელი

სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის 2018 წლის 29 ივნისის N01-107 ბრძანებით შევიდა ცვლილებები მასწავლებელთა მოწვევის მიზნით ღია კონკურსის გამოცხადების პირობებში. აღნიშნული ცვლილების თანახმად საკონკურსო ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად:

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 13 ივნისიდან  07 ივლისის  ჩათვლით, ელექტრონულად.

კომისიის მიერ საკონკურსო განაცხადებების განხილვა იწარმოებს 2018 წლის 09 ივლისიდან  13 ივლისის ჩათვლით.

     2018 წლის 13 ივლისიდან 27 ივლისამდე მოხდება  კომისიის მიერ კონკურსანტთა გასაუბრება და საჭიროების შემთვევაში საცდელი მეცადინეობების ჩატარება.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მასწავლებელთა შერჩევის მიზნით აცხადებს ღია კონკურსს ფაკულტეტების მიხედვით. კონკურსი გამოცხადდეს საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის ყველა სასწავლო დისციპლინასა და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ყველა სასწავლო დისციპლინაზე.

ძირითადი საკონკურსო პირობებია კანდიდატის აკადემიური ხარისხის/საკვლევი ნაშრომის/სერტიფიკატის შესაბამისობა იმ სასწავლო კურსის თემატიკასთან, რომლის წაყვანას აპირებს კანდიდატი, ან კანდიდატს უნდა გააჩნდეს პრაქტიკული გამოცდილება იმ სფეროში, რომელსაც განეკუთვნება სასწავლო კურსი. კონკურსის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს სასწავლო კურსის სწავლების უკეთესი გამოცდილება და სწავლების პროცესში უკეთესად იყენებს დარგის/სფეროს უახლეს ინფორმაციას. აგრეთვე უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს,  რომელსაც შეუძლია ლექციის უცხო ენაზე ჩატარება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 18 ივნისიდან  30 ივნისის  ჩათვლით.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა  რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ)  3X4 ფორმატის ფოტოსურათი;

დ) აკადემიის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად შევსებული CV (იხ.მიმაგრებული ფაილი);

ე) საკუთარი კომპეტენციის დამადასტურებელი დამატებითი საბუთები (სერტიფიკატების, გამოქვეყნებული კვლევითი და სასწავლო-მეთოდური ხასიათის შრომების, სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ანალოგიური სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების და სხვა), რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნება მისი დაშვება გამოცხადებულ სასწავლო კურსის სწავლებაზე;

ვ) მეზღვაურთათვის - მართვის/ექსპლუატაციის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (კომპეტენციის სერტიფიკატი), ზღვაოსნობის სტაჟით არანაკლებ 3 წლისა.

ზ) სილაბუსი გამოცხადებულ სასწავლო კურსში ( საჭიროების შემთხვევაში);

თ) ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება ელექტრონულად.

 

საკონკურსო განაცხადებების განხილვა იწარმოებს 2018 წლის 02 ივლისიდან  06 ივლისის ჩათვლით.

 

09 ივლისიდან 20 ივლისამდე მოხდება კომისიის მიერ კონკუსრანტთა გასაუბრება და საჭიროების შემთვევაში საცდელი მეცადინეობების ჩატარება. გასაუბრებაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნან შესაბამისი სასწავლო/აკადემიური დეპარტამენის უფროსები.

 

კონკურსის შედეგები საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდება აკადემიის საინფორმაციო დაფაზე და გამოქვეყნდება აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არა უგვიანეს 2018  წლის 20  სექტემბრისა.

 

კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ „მოწვეულ მასწავლებელთა შერჩევის  წესი“-ს შესაბამისად. 

გთხოვთ გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია 


« უკან