info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

სიმულაციური ტექნიკის ინსტალაცია დასრულდა

3 აგვისტო 2018 წელი
სურათი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მილენიუმის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” (ISWD) საგრანტო პროექტის ფარგლებში დონორი ორგანიზაციების მიერ შესყიდული იქნა სიმულაციური ტექნიკა. მათ შორის: ამწის ოპერირების III და IV საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისათვის - ამწის ოპერირების სიმულატორი ARI Simulation - Crane Operation simulator.
დღეისათვის საზღვაო აკადემიაში დაინსტალირებულ ამწის სიმულატორის პროგრამული უზრუნველყოფა უკვე მოიცავს STS ტიპის საკონტეინერო ამწის, კოშკურა - Tower Crane და მობილური (უნივერსალური) Mobile Harbour Crane ტიპის ამწეების პროგრამულ უზრუნველყოფას. 
30 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით საზღვაო აკადემიაში ვიზიტით მყოფმა  ARI Simulation - Advanced  Virtual Training Simulation Provider კომპანიის ტრენერმა აშიშ კუმარ შარმამ ჩაუტარა ტრეინინგი ამწის ოპერატორ-ტრენერებს და საზღვაო აკადემიის IT სამსახურის წარმომადგენლებს. წვრთნა წარმატებით გაიარა მოქმედმა მასწავლებლებმა: ა. ნაკაშიძე, გ.ბერიძე, ი. გოგიბერიძე; დარგის სპეციალისტებმა - ამწის ოპერატორებმა: გ.ფურცხვანიძე, ვ. ჟღენტი და IT სამსახურის თანამშრომლებმა : დ.კიკვაძე , ი. გოცირიძე და მათ გადაეცათ კომპანია ARI Simulation - Advanced სერტიფიკატები.

« უკან