info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

პროფესიული სტუდენტების სასწავლო-საცურაო პრაქტიკა შპს „ზღვის პროდუქტები“ს და შპს „მბმ“ის თევზსაჭერ გემებზე

28 სექტემბერი 2018 წელი
სურათი

თევზსაჭერი გემის ნავიგაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის 2018 წლის საშემოდგომო პროფესიული ტესტირებით ჩარიცხული  პროფესიული სტუდენტები სასწავლო გეგმის შესაბამისად გადიან სასწავლო-საცურაო პრაქტიკას შპს „ზღვის პროდუქტები“ს და შპს „მბმ“ის თევზსაჭერ გემებზე სულ 12 პროფესიული სტუდენტი. აღნიშნული კომპანიების მცურავი შემადგენლობები  თევზსაჭერი გემები: „ლაზიკა“ და „ციცინათელა“ ბაზირებულები  არიან ქალაქ ფოთში.

საგანმანათლებლო პროგრამა პირველია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და  მოდულით გათვალისწინებული საკითხების პროგრამის განმახორციელებელ პერსონალთან ერთად პერიოდული განხილვის მიზნით ფოთში იმყოფებოდა პროფესიული მომზადების ცენტრის სამუშაო ჯგუფი.   განხილვის პროცესში ჩართულები იყვნენ კომპანიების წარმომადგენლები, საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელები კომპანიების მხრიდან  და თავად პროფესიული სტუდენტები. 

შეხვედრა შედეგიანი იყო ორთავე მხარისათვის, მიღებული წინადადებები და მოსაზრებები სასწავლო საწარმოო პრაქტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით  განხილული იქნება პროფესიული მომზადების ცენტრის შიდა მხარდაჭერის ჯგუფის სხდომაზე და შესაბამისად აისახება მოდულის განხორციელების დაგეგმვის  და შემდგომი განხორციელების პროცესში.

 


« უკან