info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 24/25 ნოემბერს ჩატარდება

5 ოქტომბერი 2018 წელი
სურათი
გაცნობებთ, რომ სამეცნიერო კონფერენცია 2018 წლის ნოემბერში ჩატარდება:
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 24 ნოემბერს
პროფესორ მასწავლებელთ კონფერენცია - 25 ნოემბერს 

საორგანიზაციო კომიტეტი:

  1. ირაკლი კაცაძე რექტორის პირველი მოადგილე (თავმჯდომარე);
  2. აბდულ კახიძე - რექტორის მოადგილე;
  3. ირაკლი დოლიძე - დეკანი;
  4. რომან მამულაძე - დეკანი;
  5. მზია დიასამიძე - მაგისტრატურის სამსახურის უფროსი;
  6. ზაზა შუბლაძე - დეკანის მოადგილე;
  7. მიხეილ ლეჟავა - დეკანის მოადგილე;
  8. თეიმურაზ ჩოხარაძე -  დეკანის მოადგილე;
  9. ნანა ჭარბაძე - დეკანის მოადგილე;
  10. ლუიზა სიხარულიძე - საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
  11. გოჩა ჩინჩალაძე - ბიბლიოთეკის უფროსი;
  12. გელა ბაკურიძე - დეპარტამენტის უფროსი;
  13. დავით კიკვაძე - სამსახურის უფროსი;
  14. სულხან ზაქარაძე - სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი.

სარედაქციო კომიტეტი:

  1. ვაჟა ანანიძე - ასოცირებული პროფესორი (თავმჯდომარე);
  2. ზურაბ ბეჟანოვი - პროფესორი;
  3. ავთანდილ გეგენავა - პროფესორი;
  4. ჯონი ბაბილოძე - პროფესორი;
  5. მაია ტუღუში - ასოცირებული პროფესორი;
  6. გულად თხილაიშვილი - აკადემიური დოქტორი;
  7. მარიამ პაპუნაიშვილი - დოქტორანტი - კომიტეტის მდივანი.

კონფერენციის სარედაქციო კომიტეტის საკონტაქტო პირებია:

ვაჟა ანანიძე: v.ananidze@bsma.edu.ge; mobile:595 773381;

მარიამ პაპუნაშვილი: m.papunashvili@bsma.edu.ge;  mobile:577 272888.

ორივე კონფერენცია ღიაა, ანუ მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვა უსდ-ების სტუდენტებს და საზღვაო აკადემიასთან არააფილირებულ მკვლევარებს.

ინფორმაცია კონფერენციის მონაწილეთა შესახებ უნდა იყოს მიწოდებული შემდეგი ფორმით:

 

სტუდენტთა კონფერენცია:

ფაკულტეტი: 

აკადემიური დეპარტამენტი:

 

სტუდენტის

სახელი გვარი,

ჯგუფის ნომერი

თემის დასახელება

ხელმძღვანელ(ებ)ი

1.

 

 

 

 

 

პროფესორ-მასწავლებელთა  სამეცნიერო კონფერენცია:

ფაკულტეტი: 

აკადემიური დეპარტამენტი:

 

თემის მომხსენებელი

(პრეზენტატორი)

თემის დასახელება

თანაავტორები

1.

 

 

 

 

ყველა ნაშრომის სრული ტექსტი სარედაქციო კომიტეტს უნდა მიეწოდოს WORD-ის ფაილის სახით.

 

მოთხოვნები (WORD-ის ფაილის სახით) წარმოსადგენ ნაშრომების გაფორმებაზე:

 

  1. თემის დასახელება (სათაური) უნდა აიკრიფოს 13 ზომის Sylfaen-ის შრიფტში, გაბოლდებული, ცენტრირებული;
  2. სათაურის ქვეშ 12 ზომის Sylfaen-ის შრიფტში უნდა დაიბეჭდოს ნაშრომის ავტორების გვარი სახელი, აკადემიური თანამდებობა, ხარისხი, უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, რომელთანაც ავტორი არის აფილირებული.
    (სტუდენტების შემთხვევაში სპეციალობა, კურსი, ხელმძღვანელის გვარი სახელი, აკადემიური თანამდებობა, ხარისხი);
  3. ავტორ(ებ)ის ქვეშ უნდა დაიბეჭდოს ნაშრომის რეზიუმე 10 ზომის Sylfaen-ის შრიფტში, ინგლისურ ენაზე და არ უნდა აღემატებოდეს 150 სიტყვას (სტუდენტებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 100 სიტყვას);
  4. ნაშრომის ძირითადი ტექსტი უნდა დაიბეჭდოს 12 ზომის Sylfaen-ის შრიფტში;
  5. ნაშრომს ბოლოში უნდა დაერთოს გამოყენებული ლიტერატურა ავტორ(ებ)ის, გამომცემლობის, გამოცემის თარიღის, გვერდების მინიშნებით და სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციით, ხოლო ციტირება უნდა გაფორმდეს სქოლიოს სახით;
  6. ნაშრომი უნდა იყოს შესწულებული (აკრეფილი) A4 ფორმატის ფურცელზე, ველები: ზევიდან 2 სმ, ქვევიდან 2 სმ, მარცხნიდან  2.5 სმ, მარჯვნიდან 1.5 სმ; სტრიქონებს შორის დაშორებ 1.5; აბზაცი სტანდარტული;
  7. დიაგრამები, ცხრილები და სხვა სახის საილუსტრაციო ინფორმაცია უნდა იყოს ჩართული ტექსტში და უნდა იყოს სათანადოდ იდენტიფიცირებული;
  8. ნაშრომის სრული მოცულობა (ტექსტი, ნახაზები, დიაგრამები, ილუსტრაციები და სხვა) არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 8 გვერდს (სტუდენტებისათვის არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 6 გვერდს).

აკადემიის ადმინისტრაცია გეგმავს კონფერენციის მასალების (ნაშრომების) თავმოყრას და ელექტრონული ჟურნალის სახით ატვირთვას აკადემიის ბიბლიოთეკის ვებ გვერდზე, ამიტომ ნაშრომის გაფორმების ზემოთ აღწერილი მოთხოვნების გათვალისწინება აუცილებელია.

ნაშრომის მოხსენების სახით წარმოდგენა კონფერენციაზე უნდა მოხდეს Power Point-ის (PPt) პრეზენტაციის სახით, რომლის მიწოდება სარედაქციო კომიტეტზე არ არის საჭირო.

ელექტრონულ ჟურნალში მოხდება მხოლოდ ის ნაშრომები, რომლებიც ვერბალურად იქნება წარმოდგენილი კონფერენციაზე.

ორივე კონფერენციას მოემსახურება ერთიდაიგივე სარედაქციო კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედ რექტორის მიერ დაინიშნა ბატონი ვაჟა ანანიძე.

სარედაქციო კომიტეტი ნაშრომების მიღებას დაიწყებს ამა წლის 8 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 5 ნოემბრამდე.

 


« უკან