info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

ბიზნეს კონფერენცია - „ჩვენ პროფესიონალები ვართ“

6 ნოემბერი 2018 წელი
სურათი

8 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმროში “HILTON BATUMI”, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს საგრანტო პროექტის ფარგლებში დახურვის კონფერენციას - „ჩვენ პროფესიონალები ვართ“ უმასპინძლებს.

 კონფერენციის მიზანია გააცნოს საზოგადოებას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის არსებული შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები, ხელი შეუწყოს კერძო სექტორის ჩართულობას პროფესიული განათლების განვითარებაში.

 ამავე დღეს,12:00 საათზე, საზღვაო აკადემიაში პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში გაიმართება ღია კარის დღე, რათა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლოს ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობა, განახლებული ინფრასტრუქტურისა და ლაბორატორიების დათვალიერება, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, საქართველოს მთავრობისა, და კერძო სექტორის ფინანსური ხელშეწყობით შეიქმნა.

 


« უკან