info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

პროფესიული განათლების კვირეული 2018 / ღია კარის დღე

8 ნოემბერი 2018 წელი
სურათი

დღეს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში გაიმართა ღია კარის დღე. ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან აკაკი საღირაშვილთან ერთად პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ლაბორატორიებსა და სასწავლო პროგრამებს გაეცნო. პარალელურად, მოწვეულ სკოლის მოსწავლეებს, პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მოსწავლეებს შეხვედრის დასრულების შემდეგ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.


« უკან