info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

პრაქტიკული მეცადინეობა ბრენდულ სასტუმრო ,,ბესთ უესტერნ პრემიერ"-ში

12 დეკემბერი 2018 წელი
სურათი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში სწავლების პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერების მიზნით აქტიურად ინერგება პრაქტიკული და სემინარული მეცადინეობების ჩატარება საწარმოო-დაწესებულებებში.

2018 წლის 7 დეკემბერს „ტურიზმი - საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტის“ საგნმანათლებლო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტებს სასწავლო კურსის „სასტუმროს ოპერირება და მენეჯმენტი“ ხელმძღვანელმა, ეკონომიკის აკადემიურმა დოქტორმა თემურ ზოიძემ პრაქტიკული მეცადინეობა ჩაუტარა ბრენდულ სასტუმრო ,,ბესთ უესტერნ პრემიერ"-ში.

მეცადინეობის ფარგლებში ლექტორმა სტუდენტებს გააცნო სასტუმრო საქმიანობის ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი ასპექტები, ესაუბრა ბრენდული სასტუმროების სტანდატრტებზე და დიზაინზე. სტუდენტები ასევე  გაეცნენ სატუმროს სხვადასხვა დეპარტამენტრების პრაქტიკულ საქმიანობას.

პრაქტიკულმა მეცადინეობამ სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია და დაიგეგმა, რომ სხვადასხვა პროექტებზე მუშაობისას სტუდენტები კვლავ დაუბრუნდებიან აღნიშნულ სასტუმროს. სტუდენტთა ნაწილმა სურვილი გამოთქვა სასტუმროში საქმინობის დაწყებაზე, რასაც სასტუმროს ადმინსტრაცია კმაყოფილებით დათანხმდება.

დაიგეგმა, რომ  სასტუმრო ,,ბესთ უესტერნ პრემიერი" და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი შემდგომშიც ითანამშრომლებენ  სასწავლო და კვლევების მიმართულებით.

 


« უკან