info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ფოთის APM Terminals

11 იანვარი 2019 წელი
სურათი
▶ დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ფოთის APM Terminals-ის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ლელა კვანტალიანი, ტრენინგების მენეჯერი ნინო გოგუაძე, ასევე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს, უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტების დირექტორი ნოდარ სურგულაძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს გენდერული და სოციალური საკითხების დირექტორი ქეთევან მამინაშვილი ეწვივნენ.
 
▶ გაცნობითი ხასიათის ვიზიტი მიზნად ისახავს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა მოზიდვის ტექნიკების განხილვას, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების გაზრდას საზღვაო აკადემიასა და ფოთის APM Terminals შორის. რაც გულისხმობს, პირველ ეტაპზე მხარეთა შორის მემორანდუმის გაფორმებას, პროფესიული სტუდენტების ფოთის ტერმინლში პრაქტიკით უზრუნველყოფასა და სამომავლოდ მათი დასაქმების პერსპექტივას.
 
▶ ვიზიტის დროს, სტუმრებმა დაათვალიერეს საზღვაო აკადემიის ბაზაზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა.

 


« უკან