info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728   

დაიწყო შიდა მობილობა

გამოცხადდა საზღვაო აკადემიის 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრის სტუდენტთა შიდა მობილობა.

  1. რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა 2019 წლის 24 იანვრიდან 01 თებერვლის ჩათვლით.
  2. შიდა მობილობის პროცესში უპირატესობა მიენიჭება ერთი ფაკულტეტის ფარგლებში სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველ სტუდენტებს.
  3. საზღვაო - საინჟინრო ფაკულტეტისათვის სტუდენტთა შიდა მობილობის ადგილების რაოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად:
    • „საზღვაო ნავიგაციის“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე - 25 ადგილი;
    • „გემის მექანიკის“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე -25 ადგილი;
    • „გემის ელექტრომექანიკის“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე- 25 ადგილი;
    • „ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპლუატაციის“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე- 25 ადგილი.
    • „საპორტო ოპერაციების მართვა“ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი;
  4. ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისათვის სტუდენტთა შიდა მობილობის ადგილების რაოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად:
    • „ბიზნესის ადმინისტრირება“ კონცენტრირებული კომპონენტით „მენეჯმენტი - საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა“ – 280 ადგილი;
    • „ბიზნესის ადმინისტრირება“ კონცენტრირებული კომპონენტით „მენეჯმენტი - ნავსადგურის მენეჯმენტი“ – 100 ადგილი;
    • „ბიზნესის ადმინისტრირება“ კონცენტრირებული კომპონენტით „ტურიზმი - საზღვაო ტურიზმის მენეჯმენტი“ – 100 ადგილი;
    • „ფინანსები - საფინანსო საქმე დ დაზღვევა ტრანსპორტზე“ – 10 ადგილი;
    • ეკონომიკა- ტრანსპორტის ეკონომიკა“ – 10 ადგილი.

მობილობის მსურველმა სტუდენტმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს აკადემიის რექტორს 2019 წლის 24 იანვრიდან 01 თებერვლის 18 საათამდე.

 


« უკან