info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მზადება 2019 წლის საგაზაფხულო პროფესიული ტესტირებისათვის

8 აპრილი 2019 წელი
სურათი

ბათუმის სახელმწიფო  საზღვაო აკადემია 2019 წლის საგაზაფხულო მიღებას გამოაცხადებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  1. ამწის ოპერირება
  • კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ამწის ოპერირებაში;
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება (9 კლასი);
  • მისაღები კონტინგენტი: 10 პროფესიული სტუდენტი;
  • სწავლა-სწავლების სავარაუდო ხანგრძლივობაა 7 თვე;
  1. ამწის ოპერირება
  • კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ამწის ოპერირებაში;
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა - სრული ზოგადი განათლება (12 კლასი);
  • მისაღები კონტინგენტი: 10 პროფესიული სტუდენტი;
  • სწავლა-სწავლების სავარაუდო ხანგრძლივობაა 16 თვე;
  1. შედუღება
  • კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია შედუღებაში;
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება (9 კლასი);
  • მისაღები კონტინგენტი: 30 პროფესიული სტუდენტი;
  • სწავლა-სწავლების სავარაუდო ხანგრძლივობაა 6 თვე;
  1. შედუღება
  • კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია შედუღებაში;
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა - სრული ზოგადი განათლება (12 კლასი);
  • მისაღები კონტინგენტი: 17  პროფესიული სტუდენტი;
  • სწავლა-სწავლების სავარაუდო ხანგრძლივობაა  16 თვე;
  1. გემის საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია
  • კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია  საგემბანე განყოფილების ექსპლუატაციაში;
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება (9 კლასი);
  • მისაღები კონტინგენტი: 75  პროფესიული სტუდენტი;
  • სწავლა-სწავლების სავარაუდო ხანგრძლივობაა  18 თვე;
  1. გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია
  • კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია  სამანქანე განყოფილების ექსპლუატაციაში;
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება (9 კლასი);
  • მისაღები კონტინგენტი: 75  პროფესიული სტუდენტი;
  • სწავლა-სწავლების სავარაუდო ხანგრძლივობაა  18 თვე;

 

ჩარიცხვა პროგრამებზე ხორციელდება შეფასებისა და გამოცდების  ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გზით.

პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით,  საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურს-ცენტრებსა და საღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრში.  ასევე, აპლიკანტებს აქვთ  შესაძლებობა, სახლიდან გაუსვლელად, რეგისტრაცია გაიარონ ელექტრონული ფორმით ვებგვერდზე  www.vet.emis.ge.

 


« უკან