info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

გამოცხადდა საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.

24 აპრილი 2019 წელი
სურათი

2019 წლის 24 აპრილს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სენატის №7/2 (23.04.2019 წ.) გადაწყვეტილებით გამოცხადდა საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.

საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 24 მაისიდან  7 ივნისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, აკადემიის საარჩევნო კომისიაში (ყოველდღე, ოფიციალურად დადგენილი უქმე და დასვენების დღეების გარდა). 2019 წლის 10 ივნისიდან 14 ივნისის, 18:00 საათამდე მოხდება შემოსული განცხადებების და წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა. აღნიშნულ პერიოდში კანდიდატებს შეეძლებათ საარჩევნო აგიტაციის წარმოება.

2019 წლის 17 ივნისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ფაკულტეტის საბჭოს მიერ ჩატარდება საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.

დეკანის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა)        უმაღლესი განათლება - დოქტორი ან მასთან გათანებრებული ხარისხი (საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის შემთხვევაში არჩეული აკადემიური პერსონალი);

ბ)        საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

გ)        უცხო ენის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა.

დ)    დეკანად შეიძლება აირჩეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

 

            კანდიდატმა საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინოს:

ა)        უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის (დიპლომის) ასლი.

ბ)         პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ)         ავტობიოგრაფია/CV;

დ)       ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა ქართულ და ინგლისურ ენებზე;

ე)         2 ც. ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4–ზე;

ვ)         საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

ზ) უცხო ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები,მაგალითად: TOEFL (Test of English as a Foreign Language), IELTS (International English Language Testing System ან სხვა. ან/და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის მიერ უცხო ენის ფლობას მინიმუმ B2 დონეზე) ან გაიაროს გასაუბრება საზღვაო აკადემიის მიერ შექმნილ შესაბამის კომისიასთან;

 

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების ასლები შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას ნოტარიულად დამოწმებული სახით ან გადაღებულ იქნას საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციის პერიოდისათვის წარმოდგენილი დედნიდან.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საარჩევნო კომისიას (აკადემიის კანცელარიაში).

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

e-mail: info@bsma.edu.ge

tel: +995 (422) 274850

+995 577221516 - საარჩევნო კომისია.

 

 

 

 


« უკან