info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბათუმს ეწვევია ესტონეთის ერთერთი ლიდერი საზღვაო კომპანიის, ტალინკის (AS Tallink Grupp) მენეჯმენტი.

10 მაისი 2019 წელი
სურათი

2019 წლის 9-10 მაისს, საქართველოს, კერძოდ ბათუმს ეწვევია ესტონეთის ერთერთი ლიდერი საზღვაო კომპანიის, ტალინკის (AS Tallink Grupp) მენეჯმენტი.

PAAVO NÕGENE/ პაავო ნოგენე - CEO Tallink Grupp/ აღმასრულებელი დირექტორი.
KADRI LAND/ კადრი ლანდი - Management Board Member, Tallink Grupp/ დირექტორთა საბჭოს წევრი.
VAHUR AUSMEES/ ვაჰურ აუსმესი - HR&Development director, Tallink Grupp/ კადრების და განვითარების დირექტორი.

▶️ AS Tallink Grupp არის კომპანია, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულება მაღალი ხარისხის სატრანსპორტო სერვისებია მცირე საკრუიზო/სამგზავრო და სატვირთო ( ro-ro cargo) გემებით ბალტიის ზღვის რეგიონში. კომპანიის ფლოტი შედგება 14 თანამედროვე გემისგან, რაც აძლევს საშუალებას მას შესთავაზოს მომხმარებელს მაღალი სტანდარტის შესაბამისი და ხარისხიანი მომსახურება. AS Tallink Grupp-ს და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას აკავშირებს მრავალწლიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის მიზანმიმართული სტუდენტთა პრაქტიკის უზრუნველყოფის გაუმჯობესებისაკენ. თანამშრომლობის გაფართოების თვალსაზრისით კომპანიამ დაისახა შავი ზღვის მიმართულებით სამოქმედო არეალის განვითარების პერსპექტივა. კერძოდ, მათი მიზანია განავითარონ საკრუზო ტურიზმის მიმართულება ბათუმისა და შავი ზღვის სხვა ნავსადგურებში. დაგეგმილი ვიზიტი ითვალისწინებს AS Tallink Grupp-ს მენეჯმენტის მიერ ამ კუთხით საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესწავლას, გაცნობით და სამუშაო შეხვედრებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხემძღვანელობასთან და ბათუმის ნავსადგურების მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.


« უკან