info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მეოთხეკურსელ სტუდენტებთან შეხვედრა

13 მაისი 2019 წელი
სურათი

მიმდინარე წლის 10 მაისს, 12  საათზე საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკაში გაიმართა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანატისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა მეოთხეკურსელ სტუდენტებთან.

შეხვედრისას განხილული იქნა პროფესიული პრაქტიკის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. 

დეკანატის წარმომადგენლებმა და პრაქტიკის ხელმძღვანელებმა სტუდენტებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია პროფესიული პრაქტიკასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე (პრაქტიკის ობიექტების, ხელმძღვანელების, პრაქტიკის გეგმების, დღიურების წარმოების, პრაქტიკის ანგარიშის გაფორმების და შეფასების სისტემის შესახებ).

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ბიზნესისა და მართვის სტუდენტები პროფესიული პრაქტიკის ობიექტებს წარმოადგენს:

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  სსიპ.შემოსავლების სამსახური;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;   
  • შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“;
  • სს „საქართველოს რკინიგზის“ აჭარის რეგიონალური რკინიგზის სამსახური;
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის ტრანსპორტის და სატრანსპორტო ინფრასტუქტურის პოლიტიკის განყოფილება, შპს „ბათუმის ავტო ტრანსპორტი“;    
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი;
  • „ჭარისავტონომიური რესპუბლიკის  ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო;
  • ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი;
  • აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.
  • სასტუმრო "Best Western Premier".

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანატი კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებულ პროფესიულ პრაქტიკას!

 


« უკან