info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის უცხო ენათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ვიზიტი ვროცლავის უნივერსიტეტში

16 მაისი 2019 წელი
სურათი

ვროცლავის უნივერსიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 7-11 მაისს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის უცხო ენათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ფილოლოგიის დოქტორი თამარ დოლიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ვროცლავის უნივერსიტეტის უცხო ენათა ინსტიტუტში.

ვიზიტის ფარგლებში თამარ დოლიძემ ჩაატარა მეთოდოლოგიური ვორქშოპი: “How to effectively incorporate authentic materials in the process of teaching English for Specific Purposes (ESP)” და ასევე წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: “Teaching English at the University Level in Georgia”. გაიმართა ასევე შეხვედრები ვროცლავის უნივერსიტეტის უცხო ენათა ინსტიტუტის დეკანის მოადგილესთან, ლინგვისტური კვლევის ლაბორატორიის, უცხო ენების დეპარტმანეტის კათედრის ხელმძღვანელთან და ერასმუსის ოფისის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის მიზნით.

აღნიშნული ვიზიტის შედეგად, დოქტორი ლეხ ჟაბორი მიმდინარე წლის 18-24 მაისს სამუშაო ვიზიტით ასევე ჩამოვა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, რომლის ფარგლებში ჩაატარებს მეთოდოლოგიურ სემინარებს აკადემიური პერსონალისათვის, საჯარო ლექციას სტუდენტებისათვის და გამართავს შეხვედრებს აკადემიის ხელმძღვანელობასთან სამომავლო პროექტების პრეზენტაციის მიზნით.

 


« უკან