info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

საზღვაო აკადემიის ორი თანამშრომელი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საზღვარგარეთ ისწავლიან

1 ივლისი 2019 წელი
სურათი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის იურისტი მარიამ მგელაძე 3 თვით კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გაემგზავრა საზღვაო სამართლის საერთაშორისო ფონდის  (The International Foundation for the Law of the Sea - IFLOS) საზაფხულო აკადემიაში საერთაშრისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალის (International Tribunal for the Law of the Sea (ITLOS)) ბაზაზე.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მარიამ ძიძიგურმა 100%-იანი დაფინანსებით  სწავლის უფლება მოიპოვა მალტის IMO International Maritime Law Institute (IMLI) საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტში საერთაშორისო საზღვაო სამართლის მაგისტრატურის პროგრამაზე. მარიამი, ერთი წლის მანძილზე ისწავლის საერთაშორისო საზღვაო სამართლის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ პროფესიულ განვითარებას.

 


« უკან