info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

სამუშაო შეხვედრა APM Terminals Poti

16 დეკემბერი 2019 წელი
სურათი
13 დეკემბერს , კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში (APM Terminals Poti) ჩატარდა სამუშაო შეხვედრა დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “პორტის ლოგისტიკის მენეჯმენტის” განხორციელების თაობაზე.
დუალური განათლება პროფესიული განათლების ფორმაა. სტუდენტი ორ ადგილას სწავლობს: პროფესიულ სასწავლებელში ის მომავალ პროფესიასთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას შეისწავლის, ხოლო საწარმოში ან კომპანიაში პრაქტიკულად ეუფლება მას. ამ მიდგომის შედეგად სტუდენტი თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც იღებს და კონკურენტუნარიანი ხდება შრომის ბაზარზე. 
საპილოტე პროექტი ტარდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის მხარდაჭერით და ჩართულობით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული ცენტრის მასწავლებლები და ნავსადგურის თანამშრომლები, შეთავსებით პროგრამის ინსტრუქტორები. ვიზიტის ფარგლებში აკადემიის თანამშრომლებისთვის ჩატარდა შემეცნებითი  ტური ნავსადგურის ტერიტორიაზე. შეხვედრის მეორე ნაწილში განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცა პროგრამის სწავლის შედეგების განაწილება, შეფასების სისტემა, სწავლების მიდგომები და მეთოდები, ასევე ერთობლივი მუშაობის პრინციპები.“
პროფესიული განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა საზღვაო აკადემიისთვის. 

« უკან