info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.

14 იანვარი 2020 წელი
სურათი
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.
დღეს, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღმართეს. ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზაზა მახარაძე, რექტორი ირაკლი შარაბიძე და აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.
" - დღეს, სრულიად საქართველო და მათ შორის ჩვენც, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ვზეიმობთ ჩვენი სახელმწიფო სიწმინდის, ჩვენი ღირსების სიმბოლოს - საქართველოს ეროვნული დროშის დღეს.
მოხარული ვარ და ვამაყობ, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს სწორედ თქვენთან ერთად საზღვაო აკადემიაში აღვმართავთ დროშას- იმ სასწავლებელში, რომელიც ასწლოვან ისტორიას ითვლის. სახელმწიფო დროშა არის ის სიმბოლო, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, თითოეული ჩვენგანის სიამაყე და განსაკუთრებულობის მაჩვენებელი. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე წარმატებულ ნაოსნობას." - განაცხადა საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ.
სახელმწიფო დროშის დღე საზღვაო აკადემიაში უკვე რამოდენიმე წელია საზეიმოდ აღინიშნება.

 


« უკან