info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

სტუდენტური თვითმმართველობა

საზღვაო აკადემიაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე შეიქმნა და ფუნქციონირებს აპოლიტიკური ორგანიზაცია: ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა. სტუდენტური თვითმმართველობა შედგება 15 წევრისაგან, აქედან თერთმეტი სტუდენტი წარმოდგენილია საზღვაო ფაკულტეტის სტუდენტებისაგან და ოთხი ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისაგან. იგი ირჩევა 3 წლის ვადით და მას ხემძღვანელობს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე.

 
სტუდენტური თვიმმართველობის მიზნებია:
  • სტუდენტების უფლებებისა და თავისუფლებების, მათი კანონიერი ინტერესების დაცვაში, განმტკიცებასა და პრაქტიკულ რეალიზაციაში ხელშეწყობა;
  • სტუდენტებისათვის მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში, , პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და თვითრეალიზებაში დახმარების გაწევა;.
  • აკადემიის  მართვაში სტუდენტთა მონაწილეობის უზრუნველყოფა;
  • სტუდენტთა ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა;
  • სამეცნიერო-შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება;
  • სპორტული გაერთიანებებისა და წრეების საქმიანობისათვის ხელშეწყობა;.
  • გამოფენების, ლიტერატურული ღონისძიებების, შემოქმედებითი საღამოების, გამოჩენილ ადამიანებთან შეხვედრების ორგანიზება; 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სწავლა განათლებასთან ერთად პარალელურად აქ ჩარიცხულ სტუდენტებს შეუძლიათ ჩაერთონ სტუდენტურ აქტიურ, ჯანსაღ მხიარულ ცხოვრებაში. ამისათვის ფუნქციონირებს კულტურისა და სპორტის განყოფილება, სადაც მოქმედებს შემდეგი სექციები:

  • ფუტზალი 
  • კალათბურთი 
  • მაგიდის ტენისი 
  • მკლავჭიდი 
  • ფრენბურთი 
  • მუსიკალური ბენდი 
  • ორკესტრი 
  • ხალხური ცეკვის ანსამბლი
  • მხიარულთა და საზრიანთა კლუბი KBN 

 


« უკან