info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

აკადემიის მისია

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ, პრესტიჟულ, სპეციალიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება საზღვაო-სავაჭრო ფლოტსა და საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში დასასაქმებლად. საგანმანათლებლო საქმიანობა საზღვაო აკადემიაში ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და “მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტების შესახებ” საერთაშორისო  კონვენციის (STCW) შესაბამისად.

საზღვაო აკადემიის მისიაა:

1.      ჩამოყალიბდეს სწავლებისა და კვლევის თანამედროვე, ინოვაციურ მეთოდებზე დაფუძნებულ, უწყვეტი განათლების განმახორციელებელ, ხელმისაწვდომ უნივერსიტეტად, რომელიც იხელმძღვანელებს რა დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპებით, უზრუნველყოფს სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიურ თავისუფლებას და განათლებისა და დასაქმების სფეროში წარმატების მისაღწევად ითანამშრომლებს სტუდენტებთან, პერსონალთან, დამსაქმებლებთან და საზოგადოების ყველა დაინტერესებულ პირთან;

2.      მოამზადოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე  პასუხისმგებლიანი ლიდერები, რომელთაც ექნებათ პროფესიული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის, პიროვნული პოტენციალის რეალიზებისა და კომუნიკაციის უნარები,  მაღალი ეთიკური ნორმები, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობასა და კარიერულ წარმატებას შრომის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე;

 


« უკან