info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

აბიტურიენტთათვის

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში 2018  წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გასათვალისწინებელია შემდეგი მნიშვნელოვანი სიახლე:

1.      საგანმანათლებლო პროგრამებზე  „საზღვაო ნავიგაცია“ და  „გემის მექანიკა“ ჩარიცხვის მსურველებმა ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენის გამოცდაზე უნდა ჩააბარონ მხოლოდ ინგლისური ენა;

2.      საგანმანათლებლო პროგრამაზე  „საზღვაო ნავიგაცია“ ინგლისური ენის გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 30%+1 ქულა;

3.      ყველა სხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხოური ენის გამოცდაზე აბიტურიენტს უფლება აქვს აირჩიოს და ჩააბაროს გამოცდა ან ინგლისურ, ან ფრანგულ, ან გერმანულ, ან რუსულ ენაში.

4.      აბიტურიენტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაირიცხონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე : „საზღვაო ნავიგაცია“„გემის მექანიკა“„გემის ელექტრომექანიკა“ ვალდებული არიან გაიარონ სპეციალური სამედიცინო შემოწმება (ფორმა № IV-100/ა) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებულ სამედიცინო ცენტრებში.

5.      საზღვაო აკადემიაში ჩარიცხული ყველა სტუდენტი ვალდებულია სტუდენტობის პერიოდში ატაროს საზღვაო აკადემიის სენატის მიერ დადგენილი უნიფორმა.

6.      საზღვაო აკადემიაში ბაკალავრიატის ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია  2250 ლარი (1125 ლარი ყოველ სემესტრში).

 

 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის მქონე უმნიშვნელოვანესი, პირველი საზღვაო საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.

საზღვაო აკადემია სთავაზობს სტუდენტებს განათლების მიღების შესაძლებლობას საზღვაო ინდუსტრიის ფართო სპექტრში. აკადემიის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა დაიკავონ სამეთაურო თანამდებობები საზღვაო სავაჭრო გემების ეკიპაჟებში, საზღვაო კრუინგულ კომპანიებში და სხვა სახელმწიფო თუ კერძო სამსახურებში, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებასთან, კონტროლთან და მართვასთან.  

აკადემია ხელს უწყობს საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში განლაგებული სხვადასხვა საზღვაო დაწესებულების განვითარებას. ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურებთან და სუფსის ტერმინალთან ახლომდებარეობა კარგ პირობებს უქმნის აკადემიის სტუდენტებს მიიღონ სრულფასოვანი სასწავლო პრაქტიკა ხსენებული ნავსადგურების ბაზაზე, ამავე დროს აკადემია უზრუნველყოფს მათ კვალიფიცირებული კადრებით.

საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია ცდილობს შეუქმნას სტუდენტებს ისეთი პირობები, რომელიც აუცილებელია მათთვის საგანმანათლებლო პროგრამებში დასახული ცოდნისა და უნარჩვევების ასათვისებლად. ჩვენ გვჯერა, რომ სტუდენტისათვის საბოლოო მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაღალი დონის საგანმანათლებლო პროგრამა, არამედ სრულფასოვანი სასწავლო გარემო და საცხოვრებელი პირობები. სტუდენტური თვითმმართველობა ეხმარება პირველკურსელებს ახალ პირობებთან ადაპტირებაში, უფროსკურსელებთან და აკადემიური პერსონალთან დაახლოებაში, აკადემიის სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირებაში.

დღეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია სტუდენტებს საუკეთესო პირობებს უქმნის, რათა ისინი ხარისხიან განათლებას და პრაქტიკულ უნარებს დაეუფლონ. ამ ცოდნისა და უნარების შეძენის შედეგად სტუდენტს  გარანტირებული აქვს წარმატებული კარიერა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო შრომით ბაზარზე.

განათლების მიღება აკადემიაში შეიძლება ორ ფაკულტეტზე:

საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი;

  • საზღვაო ნავიგაცია
  • გემის მექანიკა
  • გემის ელექტრომექანიკა
  • ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპლუატაცია

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

  • საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა
  • ნავსადგურების მენეჯმენტი
  • ტურიზმი-საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი
  • ფინანსები-საფინანსო საქმე და დაზღვევა ტრანსპორტზე
  • ეკონომიკა - ტრანსპორტის ეკონომიკა

2018 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებზე არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე  ჩატარდება - აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან. ცვლილების თანახმად, გამონაკლისი მხოლოდ იმ აბიტურიენტებს შეეხებათ, რომელთაც ზოგადი განათლება მიღებული აქვთოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათ კვლავ შეეძლებათ გამოცდამათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში,ბიოლოგიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და სამოქალაქო განათლებაში ჩააბარონ რუსულ ენაზე.

სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილება არ შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას. ეს გამოცდა ჩატარდება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე.

 

« უკან