info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

გამოცხადდა კონკურსი Erasmus Mundus - ის მეორე აქტივობის პროექტის IANUS ფარგლებში.

27 დეკემბერი 2012 წელი


Erasmus Mundus არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

პროგრამის მეორე აქტივობა მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროგრამის ფარგლებში  სრულად ფინანსდება მობილობა (ერთი ან მეტი სემესტრის გატარება) ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორნტების, პოსტ-დოქრორებისა  და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის, ასევე უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის (ტრენინგი, სწავლება, კვლევა) პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტებში ევროპის მასშტაბით.

2012-2013 სასწავლო წლისათვის განაცხადებების მიღება დასრულდება 15 თებერვალს, 2013.

 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

http://www.alrakis.eu/
http://www.alrakis2.eu/index.asp
http://www.euroeast.polito.it/

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი F315, ტელ.: 214 13 88, ელ-ფოსტა: alrakis@iliauni.edu.ge)


« უკან