info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

აკადემიაში ჩარიცხვის წესი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქართველოს მოქალაქეებისათვის

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე ჩარიცხვა ხორციელდება გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩარიცხვა ხორციელდება მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების და “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში ბათუმის საზღვაო აკადემიის კოდია – 053.
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხავად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ოთხი გამოცდა. აქედან სამი სავალდებულო (ზოგადი უნარები, უცხო ენა და მშობლიური ენა) და ერთი არჩევითი (მათემატიკა, გეოგრაფია ან ისტორია). ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება სრული საშუალო განათლების საფუძველზე.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში შეტანილი ცვლილებების თანახმად:
 ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე „საზღვაო ნავიგაცია“ (იგივე გემთწამყვანი სპეციალობა) ჩარიცხვის მსურველმა აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ოთხი გამოცდა:
1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. ზოგადი უნარები;
3. ინგლისური ენა;
4. მათემატიკა ან/და გეოგრაფია

 როგორც მოგეხსენებათ, წინა წლებში აბიტურიენტს ქონდა უცხო ენის არჩევის შესაძლებლობა (ან ინგლისური ენა, ან რუსული ენა, ან გერმანული ენა, ან ფრანგული ენა).

 ზემოთ აღნიშნული ცვლილების გამო, 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საზღვაოსნო მეცნიერებათა ბაკალავრის (საზღვაო ნავიგაცია) საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა უცხო ენის გამოცდაზე უნდა ჩააბაროს გამოცდა მხოლოდ ინგლისურ ენაში.

 ყველა სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ენათა არჩევითი ბლოკი ძალაში რჩება. რაც გულისხმობს, რომ აბიტურიენტი ირჩევს ოთხი ენიდან (ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა) ერთ-ერთს.

მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდა, რომლის შემდეგაც საზღვაო აკადემიაში აბარებს მისაღებ გამოცდებს (ეკონომიკსი და ინგლისური ენა).

 

საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები:

 საზღვაო ნავიგაცია

  • ადგილების რაოდენობა: 150.
  • არჩევითი საგანი: მათემატიკა ან გეოგრაფია.
  • სწავლების საფასური:  2250 ლარი.

 

  გემის მექანიკა.

  • ადგილების რაოდენობა: 100.
  • არჩევითი საგანი: მათემატიკა ან გეოგრაფია.
  • სწავლების საფასური: 2250 ლარი.

 

   გემის ელექტრომექანიკა.

  • ადგილების რაოდენობა: 50.
  • არჩევითი საგანი: მათემატიკა ან გეოგრაფია.
  • სწავლების საფასური: 2250 ლარი.

 

   ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპლუატაცია.

  • ადგილების რაოდენობა: 25.
  • არჩევითი საგანი: მათემატიკა ან გეოგრაფია.
  • სწავლების საფასური: 2000 ლარი.

 

. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა:

 

  • გემების, პორტებისა და საზღვაო ტერმინალების ელექტროენერგეტიკული დანადგარები:2250 ლარი
  • გემებისა და პორტების  ელექტროენერგეტიკული სისტემები და დანადგარები: 2250 ლარი
  • გემის ენერგეტიკული დანადგარები და მექანიზმები: 2250 ლარი
  • საზღვაო ტრანსპორტის მართვა: 2250 ლარი

 

  ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

  ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები:

 

მენეჯმენტი-საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა

  • ადგილების რაოდენობა: 100.
  • არჩევითი საგანი: მათემატიკა, გეოგრაფია ან ისტორია.
  • სწავლების საფასური:   2250 ლარი.

 

მენეჯმენტი-ნავსადგურის მენეჯმენტი

  • ადგილების რაოდენობა: 50.
  • არჩევითი საგანი: მათემატიკა, გეოგრაფია ან ისტორია.
  • სწავლების საფასური:  2250 ლარი.

ტურიზმი-საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი

  • ადგილების რაოდენობა: 50.
  • არჩევითი საგანი: მათემატიკა, ისტორია ან გეოგრაფია.
  • სწავლების საფასური:  2000 ლარი.

ეკონომიკა -  ტრანსპორტის ეკონმიკა

  • ადგილების რაოდენობა: 25.
  • არჩევითი საგანი: მათემატიკა, ისტორია ან გეოგრაფია.
  • სწავლების საფასური:  2000 ლარი.

ფინანსები, საფინანსო საქმე, დაზღვევა ტრანსპორტზე

  • ადგილების რაოდენობა: 25.
  • არჩევითი საგანი: მათემატიკა, ისტორია ან გეოგრაფია.
  • სწავლების საფასური:  2000 ლარი.

           მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა:

  • ლოჯისტიკა და ექსპედირება:2250 ლარი
  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი: 2250 ლარი

 

 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:

1)  გემბანის რიგითი მეზღვაურის III  საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. - სახელმწიფო დაფინანსება

2)  სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის III საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - სახელმწიფო დაფინანსება

3) კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი - სახელმწიფო დაფინანსება

 

 


« უკან