info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

აკადემიაში ჩარიცხვის წესი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

რეგისტრაცია ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამაზე

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადებისთანავე სტუდენტი უნდა გამოცხადდეს აკადემიაში და წარმოადგინოს რეგისტრაციისათვის აუცილებელი შემდეგი საბუთები:

1. განცხადება აკადემიის რექტორის სახელზე;

2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

3. ატესტატი (დედანი) ან ატესტატის ასლი ნოტარიულად დამოწმებული;

4. 4 ფოტოსურათი 3X4 ფორმატის და ელექტრონული ვერსია;

5. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (დედანი) ან სამხედრო ბილეთის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ვაჟებისათვის);

6. ჯანმრთელობის ცნობა საზღვაო ფლოტის გემების მცურავ შემადგენლობაში ვარგისიანობის დასადგენად (ფორმა №086 ან №100). სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს:

  • საზღვაო ჰოსპიტალში -  მელიქიშვილის ქუჩა #102 (მხოლოდ საზღვაო–საინჟინრო ფაკულტეტზე ჩარიცხვისათვის). 
  • შპს ,,საგიტარიუსი – მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი" - გორგილაძის ქუჩა #91

  • სს ,,მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010" ტაბიძის ქუჩა #2

 

თუ ცნობის საფუძველზე არ დგინდება სტუდენტის ვარგისიანობა საზღვაო სპეციალობებზე სწავლის გასაგრძელებლად, სტუდენტი ხელს აწერს გაფრთხილების ბარათს და ეძლევა რეკომენდაცია მეორე სემესტრიდან ისარგებლოს შიდა მობილობის უფლებით.

 

2. სტუდენტთა რეგისტრაციის მონაცემების საფუძველზე  მზადდება რექტორის ბრძანება სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ, რომლის შედეგადაც კანდიდატს მიენიჭება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტის სტატუსი.

 3. ჩარიცხვის შემდეგ სტუდენტი ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან, წარმოადგინოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებით გადახდილი სწავლის საფასურის დამადასტურებელი ქვითარი.

 


« უკან