info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

აკადემიაში ჩარიცხვის წესი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

სტუდენტთა აკადემიური და ფინანსური რეგისტრაცია

1. ყოველი სემესტრის დაწყებამდე, რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში, ტარდება სტუდენტთა აკადემიური და ფინანსური რეგისტრაცია.აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის მიერ მიმდინარე სემესტრში შესასწავლი სასწავლო კურსების არჩევას. ფინანსური რეგისტრაცია ნიშნავს ამ სასწავლო კურსების საფასურის გადახდას.

 2. რეგისტრაციის ვადებში სტუდენტი ვალდებულია გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია - დაარეგისტრიროს კურიკულუმით განსაზღვრული ის სასწავლო კურსები, რომლებიც ისწავლება მიმდინარე სემესტრში, ან ისწავლებოდა გასულ სემესტრებში.

 3. დაუშვებელია სტუდენტის მიერ წინასწარი, მომდევნო სემესტრში განსაზღვრული სასწავლო კურსების რეგისტრაცია.

 4. სასწავლო სემესტრის დაწყების წინ თუ სტუდენტის დავალიანება შეადგენს 45 კრედიტს, სტუდენტს ეკრძალება მიმდინარე სემესტრის სასწავლო კურსების დარეგისტრირება და ვალდებულია დაარეგისტრიროს მხოლოდ გასული სემესტრის სასწავლო კურსები. ასეთ შემთხვევაში თუკი აუცილებელია სტუდენტს უკეთდება კრედიტების თავსებადობა ახალ პროგრამაზე.

 5. თუ სტუდენტი ერთი და იგივე საგანს ვერ აითვისებს 3-ჯერ, მან აუცილებლად უნდა გადავიდეს ისეთ სპეციალობაზე, რომლის სასწავლო გეგმაშიც არ არის ეს სასწავლო კურსი გათვალისწინებული, წინააღმდეგ შემთხვევაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ეზღუდება ამავე სპეციალობაზე აღდგენის უფლება.

 6. სტუდენტს უფლება არ აქვს დაარეგისტრიროს სასწავლო კურსი, თუკი ათვისებული არ აქვს რომელიმე საგანი, რომელიც წარმოადგენს ამ საგნის წინაპირობას.

 7. სტუდენტს სემესტრში შეუძლია დაარეგისტრიროს მაქსიმუმ 45 კრედიტი (საზაფხულო (მოკლე) სემესტრში - არაუმეტეს 15 კრედიტი), იმის გათვალისწინებით, რომ წლის განმავლობაში დაარეგისტრიროს არაუმეტეს 75 კრედიტი.

 8. აკადემიური რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონული სახით სპეციალურ პორტალზე, სურვილის შემთხვევაში სტუდენტს უფლება აქვს რეგისტრაციისათვის მიაკითხოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს ან სასწავლო პროცესის მონიტორინგის სამსახურს.

 9. აკადემიური რეგისტრაციის გავლის შემდეგ სტუდენტი ვალდებულია ამობეჭდოს სპეციალური ინვოისი და სრულად გადაიხადოს ინვოისში მითითებული თანხა. ასევე სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში გამოცხადდეს ფაკულტეტზე რეგისტრაციის ბარათზე ხელმოწერისათვის.

 10. სტუდენტს უფლება აქვს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში მოითხოვოს სემესტრული რეგისტრაციის გაუქმება-ცვლილება და გადახდილი თანხის დაბრუნება (თანხის დაბრუნება მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში).

 11. ადმინისტრაციული რეგისტრაციის დადგენილ ვადებში გავლის გარეშე სტუდენტის სასწავლო პროცესში თვითნებური მონაწილეობა არ წარმოშობს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და მიღებული შეფასებების აღიარების მოითხოვნის უფლებას.

 

 


« უკან