info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ფაკულტეტის შესახებ

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მდიდარი ისტორიის მქონე პირველი საზღვაო საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში. გასული საუკუნის 20-იან წლებში, ბათუმის პორტში, გაიხსნა საღამოს საზღვაო კურსები, რომელთა ბაზაზე 1929 წელს დაარსდა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი  1944 წლის 5 მარტს ტექნიკუმი ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელად გადაკეთდა, 1992 წლიდან  კი უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის სტატუსს შეიძინა1994 წელს რეორგანიზაციის შედეგად დაფუძნდა სახაზინო საწარმო – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია. 2005 წლის 25 აპრილიდან აკადემიის სტატუსი შეიცვალა და გახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ხოლო საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის №228 დადგენილებით კი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.

ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელმა თავისი არსებობის 85 წლიან პერიოდში  უდიდესი როლი შეასრულა საზღვაო საქმის განვითარებაში, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

საზღვაო აკადემია ამზადებს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პასუხისმგებლიან,  შრომის შიდა და საერთაშორისო ბაზარზე ორიენტირებულ  კონკურენტუნარიან ლიდერებს, რომელთაც აქვთ პროფესიული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის, პიროვნული პოტენციალის რეალიზებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, მაღალი ეთიკური ნორმები.

საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია ცდილობს შეუქმნას სტუდენტებს პირობები, რომელიც აუცილებელია საგანმანათლებლო პროგრამებში დასახული ცოდნისა და უნარჩვევების ასათვისებლად. ჩვენ გვჯერა, რომ საბოლოო მიზნის მისაღწევად სტუდენტისათვის ერთნაირად მნიშვნელოვანია   მნიშვნელოვანია როგორც არა მხოლოდ მაღალი დონის საგანმანათლებლო პროგრამა, არამედ სრულფასოვანი სასწავლო გარემო.

საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი

ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება ოთხი საბაკალავრო და ოთხი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები:

  • საზღვაო ნავიგაცია

არჩევითი საგანი: მათემატიკა ან გეოგრაფია.

სწავლების საფასური:  2250 ლარი.

საგანმანათლებლო პროგრამა ამზადებს საზღვაო გემის  გემბანის მართვისა და ექსპლუატაციის დონის   პერსონალს, რომელთა კომპეტენცია შესაბამისობაშია „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის (STCW) II თავის A-II/2 სექციის, გემბანის მართვის პასუხისმგებლობის დონის ოფიცრისადმი წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (Chapter II, Section A-II/2, Table A-II/2). საგანმანათლებლო პროგრამით მომზადებულ სპეციალისტებს გემზე მუშაობის დამტკიცებული სტაჟისა და სათანადო წვრთნისა და მომზადების საფუძველზე შეუძლიათ ეტაპობრივად მოიპოვონ საოკეანო-სავაჭრო გემის სამეთაურო შემადგენლობის – გემთწამყვანის მორიგი კომპეტენციის სერტიფიკატი და დაიკავონ შესაბამისი თანამდებობა, გემის კაპიტნის სავახტო თანაშემწის თანამდებობიდან გემის კაპიტნის თანამდებობის ჩათვლით, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

 

  • გემის მექანიკა

არჩევითი საგანი: მათემატიკა ან გეოგრაფია.

სწავლების საფასური: 2250 ლარი.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საზღვაოსნი მეცნიერებათა (გემის მექანიკა) ბაკალავრი.

სწავლის ხანგრძლივობა 4 წელი.

საგანმანათლებლო პროგრამა ამზადებს საზღვაო გემის  სამანქანე განყოფილების  მართვისა და ექსპლუატაციის დონის პერსონალს, რომელთა კომპეტენცია შესაბამისობაშია „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის (STCW) III თავის A-III/2 სექციაში გემის სამანქანე განყოფილების მართვის პასუხისმგებლობის დონის ოფიცერის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (Chapter III, Section A-III/2, Table A-III/2). პროგრამი კურსდამთავრებულებს გემზე მუშაობის აღიარებული სტაჟისა და სათანადო მომზადების საფუძველზე შეუძლიათ ეტაპობრივად მოიპოვონ საოკეანო-სავაჭრო გემის სამეთაურო შემადგენლობის – გემთმექანიკოსის მორიგი კომპეტენციის სერტიფიკატი და დაიკავონ შესაბამისი თანამდებობა, გემის სავახტო მექანიკოსის თანამდებობიდან გემის უფროსი მექანიკოსის თანამდებობის ჩათვლით, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

 

  • გემის ელექტრომექანიკა

არჩევითი საგანი: მათემატიკა ან გეოგრაფია.

სწავლების საფასური: 2250 ლარი.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საზღვაოსნი მეცნიერებათა (გემის ელექტრომექანიკა) ბაკალავრი.

სწავლის ხანგრძლივობა 4 წელი.

საგანმანათლებლო პროგრამა  ამზადებს საზღვაო გემის ექსპლუატაციის პასუხისმგებლობის დონის პერსონალს, ოფიცერთა შემადგენლობის ელექტროტექნიკოსს, რომლის კომპეტენცია შეესაბამება „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის  (STCW)  III/6 რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს STCW Code, regulation III/6, section A-VI/1 - A -VI/4.

  • ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპლუატაცია.

არჩევითი საგანი: მათემატიკა ან გეოგრაფია.

სწავლების საფასური: 2250 ლარი.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ინჟინერიის ბაკალავრი.

სწავლის ხანგრძლივობა 4 წელი.

საგანმანათლებლო პროგრამა „ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპლუატაცია“  ამზადებს  სატრანსპორტო კვანძების, საზღვაო პორტებისა და ტერმინალების სხვადასხვა დანიშნულების გადამტვირთი, ტვირთამწე და სატრანსპორტო მანქანების, დანადგარების, აგრეგატებისა და სისტემების (სატრანსპორტო, ამწე-სატრანსპორტო) ექსპლუატაციის სპეციალისტებს.

 მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა:

  • გემების, პორტებისა და საზღვაო ტერმინალების ელექტროენერგეტიკული დანადგარები.

სწავლების საფასური:   2250 ლარი.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საზღვაო ტექნოლოგიების მაგისტრი.

სწავლის ხანგრძლივობა 2 წელი.

 

  • გემებისა და პორტების  ელექტროენერგეტიკული სისტემები და დანადგარები.

სწავლების საფასური: 2250 ლარი.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ინჟინერიის მაგისტრი ელექტროენერგეტიკაში.

 სწავლის ხანგრძლივობა 2 წელი.

 

  • გემის ენერგეტიკული დანადგარები და მექანიზმები

სწავლების საფასური:  2250 ლარი.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გემის მექანიკის მაგისტრი.

სწავლის ხანგრძლივობა 2 წელი.

  • საზღვაო ტრანსპორტის მართვა

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს საზღვაო  ტრანსპორტის  მართვის  სპეციალისტები, რომლებსაც შეეძლებათ ლოგისტიკური პროცესებისა და  გემების აქცეპტირების ლოგისტიკური სისტემების შექმნა,  მატერიალური, ინფორმაციული, კომერციული, სურვეიერული  და საბროკერო მომსახურების ნაკადების დაგეგმვა.

სწავლების საფასური:  2250 ლარი.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საზღვაო ოპერაციების მაგისტრი.

სწავლის ხანგრძლივობა 2 წელი.

 


« უკან