info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფაკულტეტის საბჭო

ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმართველობის წარმომადგენლები;

საქმიანობა:
  • 4  (ოთხი) წლის ვადით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიის სენატის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად;
  • 4 (ოთხი) წლის ვადით ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელძღვანელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიის სენატის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად;
  • განსაზღვრავს და აკადემიის სენატს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს;
  • დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიის სენატს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ და ერთწლიან სამოქმედო გეგმებს, საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს;
  • აკადემიის სენატს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტზე მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამებს;
  • დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის სენატს;
  • დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ცვლილებების პროექტს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებაში და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის სენატს;
  • განიხილავს ფაკულტეტის სტრუქტურაში შემავალი ქვედანაყოფების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის სენატს;
  • აკადემიის სენატს დასამტკიცებლად წარუდგენს სტუდენტთა მისაღები კონტინგენტის რაოდენობას და კოეფიციენტებს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის;

 


« უკან