info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტს: სასწავლო-საწრთვნელ გემს "Palinuro"-ს საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები და სტუდენტები ოფიციალურად ქ. ბათუმის პორტში დახვდნენ

23 აგვისტო 2018 წელი
სურათი

23 აგვისტოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ჩამოდგა ქ. ბათუმის (საქართველო) პორტში, სადაც 26 აგვისტომდე გაჩერდება. ოფიციალური ცერემონიით გემს საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები და სტუდენტები დახვდნენ. ოფიციალური დახვედრის შემდეგ, საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა დაათვალიერეს გემი.

იტალიური გემის კაპიტანი, იტალიის საელჩოს წარმომადგენლები, გემის კურსანტები გაცნობითი ხასიათის ვიზიტით საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელ და სერტიფიცირების ცენტრში იმყოფებოდნენ. მათ გაეცნენ სასწავლო პროცესსა და დაათვალიერეს აქ არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

გემი "Palinuro" ჩართულია 54-ე საწრთვნელ კამპანიაში და ამჟამად მასზე სწავლებას გადის ტარანტოს საზღვაო უნტერ-ოფიცერთა სკოლის კურსის "Kratos"-ის 33 კურსანტი, რომლებიც შეისწავლიან საზღვაო-სანაოსნო მეცნიერებებს და იძენენ უშუალო გამოცდილებასა და საზღვაო სფეროს სპეციალისტების შემდგომი დასაქმებისათვის აუცილებელ და სათანადო პროფესიულ ჩვევებს.

გემი ტარანტოს პორტიდან 23 ივლისს გამოვიდა და კოსის, სტამბულისა და კოსტანცას ნავსადგურებში გაჩერების შემდეგ, შემოვა ბათუმში, საიდანაც გაემგზავრება კეფალონიაზე და ამის შემდეგ დაბრუნდება იტალიაში, ჯერ რეჯო კალაბრიაში, შემდგომ კი ლივორნოში, სადაც დასრულდება კურსანტების საწრთვნელი კამპანია.

2018 წლის საწრთვნელი კამპანიის განმავლობაში გემზე "Palinuro" აღმართულია ქ. გენუის გასლინის პედიატრიული ინსტიტუტის დროშა, რომელიც ინსტიტუტის დაარსების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გემს ქ. სპეციაში 17 მაისს საჩუქრად გადასცა.

 


« უკან