info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

„ქარის ენერგეტიკული დანადგარი“ სამეცნიერო-კვლევითი პროექტი

31 ივლისი 2019 წელი
სურათი

ბათუმის საზღვაო აკადემიაში ზოგადსაინჟინრო დისციპლინათა დეპარტამენტის პროფესორ მასწავლებლების და სტუდენტების მიერ მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევით და საპატენტო განაცხადეზე მუშაობა. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პრიორიტეტების განსაზღვრა. ამ პრიორიტეტის განსაზღვრაში  შემოქმედებითი ჯგუფის მისწრაფება გამოიწვია ჟურნალ „კორესპოდენტის“  19.12.2014 გამოქვეყნებულ სტატიაში «климат контроль»-ში აღწერილმა მსოფლიო მასშტაბის ეკოლოგიურმა პრობლემამ. საქმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კაცობრიობა ეძებს ენერგიის მიღების ახალ ალტერნატიულ წყაროებს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ეკოლოგიური კრიზისის გამომწვევი ტრადიციული მეთოდებით ქვეყნების ენერგოუზრუნველყოფა.

ამ პრობლემური საკითხის ირგვლივ ბათუმის საზღვაო აკადემიის ზოგადსაინჟინრო დისციპლინათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოგონების დონეზე გაკეთებულია განაცხადი „საქპატენტში“ „ქარის ენერგეტიკული დანადგარის ტურბინა“, რომელიც  მიღებულია წარმოებაში და გრძელდება  კვლევა აღნიშნულ  სამუშაოებთან დაკავშირებით. საპატენტო განაცხადზე მუშაობისას ჩამოყალიბდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობის პრიორიტეტები: ეკოლოგიურად სუფთა ქარის ენერგიის გამოყენება ინდივიდუალურ მეურნეობაში.

კვლევის მიზანია: მიკრო(1...10კვტ) და მცირე (10...100კვტ) ქარის ენერგეტიკული დანადგარის ტურბიმის რაციონალური, ანუ ოპტიმალური კონსტრუქციის დადგენა. ეკოლოგიურად სუფთა ქარის ენერგიის გამოყენება ინდივიდუალურ გამოყენებაში.

კვლევის შედეგი (სიახლე): მცირე (1÷5÷10 კვტ) სიმძლავრის ქარის ტურბინისა და მასთან დაკავშირებული ენერგეტიკული დანადგარის რაციონალური კონსტრუქციის დადგენა.

გამოგონება განეკუთვნება ბუნებაში არსებული განახლებადი ენერგიის ერთერთი წყაროს  -  ქარის კინეტიკური ენერგიის ბრუნვით მექანიკურ ენერგიაში გარდაქმნის სფეროს. გარდაქმნის შედეგად მიღებული ბრუნვითი მოძრაობის ენერგია შეიძლება გამოყენებულ იქნას რაიმე სასარგებლო მუშაობის შესასრულებლად ან წარმოებებში და ყოფაცხოვრებაში გამოსაყენებლად მოხერხებული ელექტროდენის მისაღებად. სამეცნიერო საკვლევ სამუშაოს ხელმძღვანელობს ემერიტუსი ვლადიმერ ჩხაიძე, კვლევაში ჩართული არიან პროფესორები  ციური ყურშუბაძე, ასოცირებული პროფესორი მაყვალა ბექირიშვილი, სტუდენტი ჯემალ ნაკაშიძე.

    ქარის დანადგარი, რომლის ტურბინა შეიცავს მთავარ ლილვზე ექსცენტრულად განლაგებულ და დამაგრებულ ფრთებს, განსხვავებულს იმით, რომ ფრთები წარმოადგენენ მცირე სისქისა და მრუდი ფორმის ღია გარსს.  ბათუმის საზღვაო აკადემიაში ზოგადსაინჟინრო დეპარტამენტის პროფესორ მასწავლებლების და სტუდენტების მიერ გრძელდება სამეცნიერო-კვლევით და საპატენტო განაცხადზე მუშაობა.

ჩატარებული ანალიზური კვლევის შედეგების დადასტურების მიზნით აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს განხილულ ქარის ტურბინის მოდელის ლაბორატორიული გამოცდა და დადებითი შედეგის მიღების შემდეგ მისი საპილოტო ნიმუშის დამზადება და გამოცდა.

 

 

 


« უკან