info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

ედუარდ მაჭავარიანის ღია ლექცია თემაზე : „Caucasus intermodal bridge“.

11 მაისი 2020 წელი

მიმდინარე წლის   8  მაისს კომპანია ASSA -ს ( ASSA T.C., Maritime Agency & Logistics Services in Caucasus and Central Asia Region) გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ედუარდ მაჭავარიანმა  ჩაატარა ღია ლექცია   თემაზე : „Caucasus intermodal bridge“.

ლექციის ფარგლებში, სპიკერმა  ყურადღება  გაამახვილა  საქართველოს  გეოგრაფიულ მდებარეობაზე  და განიხილა იგი , როგორც ევროპასა  და აზიას შორის მდებარე სატრანსპორტო დერეფანი.

ისაუბრა საქართველოს  საკონტეინერო  ბრუნვის მაჩვენებლებზე და  ყურადღება გაამახვილა იმ უპირეტესობებზე, რომლებიც  ფოთისა და ბათუმის  ნავსადგურებს გააჩნია.

 კერძოდ კი, ისაუბრა გამარტივებულ  საბაჟო პროცედურებზე და მინიმალურ  გადასახადებზე, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს  სატრანზიტო  ტვირთების შეუფერხებლად  გადაზიდვას.

ბატონმა ედუარდმა   ხაზი  გაუსვა  აზიის  განვითარების  ბანკის მიერ გზებისა და მაგისტრალების მშენებლობის მნიშვნელობას.

შემაჯამებელ  ნაწილში კი წარმოაჩინა რეგიონის მთავარი უპირატესობები, როგორებიცაა გეოგრაფიული მდებარეობა, ლიბერალური და მზარდი ეკონომიკური  გარემო,  პარტნიორებისა და ინვესტორების მოსაზიდად.

ლექციის  ბოლო ნაწილი წარიმართა კითხვა - პასუხის ფორმატში.

 

ღია ლექციას ონლაინ  რეჟიმში დაესწრო 60 ზე მეტი მსმენელი.


« უკან