info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

აკადემიური კეთილისინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - INTEGRITY

სურათი

 

 

 

 

პროექტის საიდენტიფიკაციო ნომერი: 585841 EPP-1-2017-1-GE-EPPKA2-CBHE-SP

პროექტის ხანგრძლივობა: 2017-2019 (24 თვე)

პროექტის ბიუჯეტი: 856.834,00 €

პროექტის კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

კონსორციუმში გაერთიანებული საქართველოს უნივერსიტეტები:

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი); 
  2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  3. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  4. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  5. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;
  6. შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი;
  7. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  8. აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი;
  9. კავკასიის უნივერსიტეტი;
  10.  საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი; 
  11.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
  12.  დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი.
  13. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, პროექტს შეუერთდა 2019 წლის 29 იანვარს

კონსორციუმში გაერთიანებული ევროკავშირის უნივერსიტეტები:

  1. როეჰემპტონის უნივერსიტეტი (University of Reohampton, ინგლისი);
  2. უფსალას უნივერსიტეტი (University of Uppsala, შვედეთი);
  3. ვენის უნივერსიტეტი (University of Vienna, ავსტრია);
  4. დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University, ირლანდია)

პროექტის სამთავრობო პარტნიორები:

  1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მთავარი პარტნიორი სტრუქტურული ღონისძიების მიმართულებით);
  2. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ასოცირებული პარტნიორი)

პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით;

პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტის მიზნებია:

  • პლაგიატის პრევენცია და შესაბამისი ელექტრონული პროგრამის იმპლემენტაცია ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • თანმიმდევრული PR კამპანიის ღონისძიებების ორგანიზება პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ქართულ უნივერსიტეტებში;
  • ეფექტური შეფასებისა და უკუკავშირის მიწოდების მიმართულებით ტრენინგ-მოდულების შემუშავება აკადემიური პერსონალისთვის;
  • სტუდენტური სერვისების გაძლიერება და აკადემიური წერის მიმართულებით ინდივიდუალური სერვისების/კონსულტაციების (tutoring) შეთავაზება;
  • აკადემიური წერის კურიკულუმის გადახედვა და განახლება;
  • პლაგიატის საუნივერსიტეტო პოლიტიკისა და რესურსების შემუშავება

პროექტის შედეგი საზღვაო აკადემიისათვის:

  • დაიგეგმა და ჩატარდა PR აქტივობები სტუდენტებისათვისა კადემიური სიყალბის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად;
  • მომზადდა და ჩატარდა პრეზენტაციები სტუდენტებისათვის, აკადემიური, ადმინისტრაციული და ბიბლიოთეკის პერსონალისათვის;
  • მომზადდა საინფორმაციო ბროშურები, ფლაერები, ბანერები და პოსტერები;
  • მომზადდა და აკადემიის ვებ-გვერდზე აიტვირთა საინფორმაციო ვიდეო-კლიპი;
  • განხორციელდა სტუდენტების გამოკითხვები აკადემიური კეთილსინდისიერების (სიყალბის) აღქმის შესასწავლად;
  • მომზადდა და სენატზე დამტკიცდა „პლაგიატის დაძლევისა და აკადემიური კეთილსინდისიერების დამკვიდრების პოლიტიკა;
  • შემუშავდა და ამოქმედდა აკადემიური სიყალბისა და პლაგიატის გამოვლინებების წინააღმდეგ ბრძოლის პროცედურები;
  • დაინერგა პლაგიატის აღმოჩენის (იდენტიფიცირების) ეფექტური, კომპიუტერულ პროგრამაზე - „Turnitin“-ზე აგებული მექანიზმები;
  • განხორციელდა აკადემიური და ბიბლიოთეკის პერსონალის დატრეინინგება „Turnitin“-ის გამოყენებაზე;
  • განხორციელდა ცვლილებები აკადემიური წერის სასწავლო კურსში;
  • დაიგეგმა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის რამოდენიმე სასწავლო კურსში  დამოუკიდებელი, წყაროების გამოყენებაზე დაფუძნებული, ორიგინალური საკურსო ნაშრომის შესრულების შეტანა, რომელიც შემოწმდება ანტიპლაგის პროგრამით და შუალედურ შეფასებაში ექნება არანაკლებ 30%-იანი წილი;

 

 ბმული:

https://www.facebook.com/academicintegrityproject/videos/203483237519184/

  INTEGRITY

« უკან