info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის განვითარება და აღიარება სომხეთსა და საქართველოში (TNE_QA)

პროექტის საიდენტიფიკაციო ნომერი: 544326-TEMPUS-1-2013-1-AM-TEMPUS-SMGR EU  
პროექტის ბიუჯეტი: 913 937,17 €   
პროექტის ხანგრძლივობა: 1.12.2013 – 30.11.2016 – გაგრძელდა 30.11.2017 - მდე 
 
პროექტის კოორდინატორი:  ფრანგული უნივერსიტეტი სომხეთში 
 
   კონსორციუმში გაერთიანებული პარტნიორები:   - გაერთიანებული სამეფო, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (QAA); - სომხეთის განათლების ხარისხის ცენტრი; - ჟან მულინ ლიონი 3 უნივერსიტეტი, საფრანგეთი  - ზეიგენის უნივერსიტეტი, გერმანია  - იუნესკოს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტი, საფრანგეთი; - მართვის განვითარების ევროპული ფონდი, ბელგია; - სომხურ- ამერიკული უნივერსიტეტი (AUA)  - რუსულ-სომხური (სლავური) უნივერსიტეტი; - პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ფონდის ეროვნული ცენტრი  - სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (MoES) - კავკასიის უნივერსიტეტი (CU) - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ATSU); - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (BSMA); - განათლების პოლიტიკისა და დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტი; - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NСEQE); - მარსელის უნივერსიტეტი, საფრანგეთი; - გაერთიანებული სამეფო, ბას სპა უნივერსიტეტი; 
 
ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ პროექტის ვებ-გვერდს: www.tne-qa.com. 
 
აღწერა:  ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის განვითარება და აღიარება სომხეთსა და საქართველოში (TNE_QA) არის 3 წლიანი მრავალპროფილური პროექტი.   
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სომხეთსა და საქართველოს ტრანსნაციონალური განათლების დებულებების შემუშავებაში და განათლების აღიარებაში,  OECD / UNESCO სახელმძღვანელოს მითითებების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა და გარე (EQA) ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შექმნის გზით.  
 
 
კონკრეტული მიზნები:  • TNE ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტიანად მართვის მიზნით სომხეთის და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და გარე ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების შესაძლებლობების გაძლიერება;  • ტრანსნაციონალური განათლების განმახორციელებელი ინსტიტუტებისთვის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება და ინტეგრირება; • ტრანსნაციონალური განათლების განმახორციელებელი ინსტიტუტებისთვის გარე ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და პროცედურების შემუშავება და ინტეგრირება ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტიანი მართვისთვის; • სომხეთსა და საქართველოში TNE განათლების რეგულირების, ხარისხის უზრუნველყოფის და აღიარების  დოკუმენტაციის  შემუშავების უზრუნველყოფა; 
 
 
ძირითადი შედეგები:  • TNE- ს ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარე ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებში /  სამინისტროებში სათანადოდ მომზადებული პერსონალის მმიღება;    • უმაღლესი დაწესებულებების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების განსაზღვრა / გადახედვა;  • ეროვნული სტანდარტების, პროცედურების, ინდიკატორების  შემუშავება TNE;  • სომხეთისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შიდაინსტიტუციური ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოს შემუშავება; • სომხეთსა და საქართველოში საპილოტე,  ფუნქციური,  ლეგიტიმური და მდგრადი ხარისხის განვითარების სისტემის ჩამოყალიბება;  
 
 
პროექტის სხვა შედეგები:  
 
მომზადდა და გადამზადდა  TNE-ის 30 განმახორციელებელი და გარე ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს 10  წარმომადგენელი; შემუშავდა ტრანსნაციონალური განათლების აღიარების პოლიტიკა, პროცედურები და ჩამოყალიბდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები; განხორციელდა 3 საგანმანათლებლო პროგრამის (ბაკალავრიატის და სამაგისტრო საფეხურის) თვითშეფასება; 12 საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელდა შიდა შეფასება და საპილოტე აკრედიტაცია; აღიჭურვა 6 უმაღლესი სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები და გარე ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოები.     პროექტის ბროშურა იხილეთ შემდეგ ბმულზე -
 
http://www.rau.am/uploads/blocks/5/50/5029/files/Information_Bulletin.pdf 
 
 

« უკან