info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

ნავიგაციის
ფაკულტეტი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

ფაკულტეტის საბჭო

ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმართველობის წარმომადგენლები.
 
ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება:
4 (ოთხი) წლის ვადით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიის სენატის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად;
4 (ოთხი) წლის ვადით ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელძღვანელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიის სენატის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად;
განსაზღვრავს და აკადემიის სენატს წარუდგენს ფაკულტეტის წინადადებას ფინანსური/ მატერიალური საჭიროებების შესახებ;
დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიის სენატს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ და ერთწლიან სამოქმედო გეგმებს, საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს;
აკადემიის სენატს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტზე მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროგრამებში ცვლილებებს;
დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და წარუდგენს აკადემიის სენატს ცვლილებების პროექტს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებაში;
აკადემიის სენატს დასამტკიცებლად წარუდგენს სტუდენტთა მისაღები კონტინგენტის რაოდენობას და კოეფიციენტებს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის, აგრეთვე გარე მობილობით სტუდენტთა მისაღები ადგილების რაოდენობას;
შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გამოცდების ჩატარების წესსა და  მასში ცვლილებების/დამატებების პროექტს;
ანიჭებს კვალიფიკაციას სტუდენტებს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების სრულად ათვისების შემდეგ;
შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გამოცდების ჩატარების წესს;
აკადემიის რექტორს მიმართავს დასაბუთებული წარდგინებით აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების გამოყენების თაობაზე;
აკადემიის სენატს წარუდგენს ემერიტუსის წოდების მაძიებელ კანდიდატებს, რომელთა შერჩევა განხორციელდება სპეციალურად ამ მიზნით შედგენილი კომისიის მიერ, ფაკულტეტის 65 წელს გადაცილებულ პროფესორებიდან  (კანდიდატურებიდან) ემერიტუსის წოდების მისანიჭებლად აკადემიის წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
უფლებამოსილია, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ ერთი მესამედის (1/3) მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანის მოვალეობის არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის/საქციელის საფუძველზე. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ფარული კენჭისყრით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს;
ფაკულტეტის საბჭო გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უფლებამოსილებისა, ახორციელებს აკადემიის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
 

« უკან