info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ფაკულტეტის შესახებ

სურათი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა 2006 წელს მანამდე არსებული ტრანსპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტის ბაზაზე. მისი ფუნქციონირების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კადრების მომზადება ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში,

ფაკულტეტზე მოქმედი საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებულია საუნივერსიტეტო განათლების მიღებაზე. მათი მიზანია ქვეყნის ეკონომიკური, საზოგადოებრივი და კულტურული განვითარების პრიორიტეტული მიმართულების გათვალისწინებით ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც ექნებათ დამოუკიდებული აზროვნებისა და შემოქმედებითი საქმიანობის, დინამიურ ბიზნეს-გარემოში მუშაობისა და ხელმძღვანელობის უნარ-ჩვევები და შეძლებენ ბიზნეს-პროცესებისა და ორგანიზაციების ეფექტიან მართვას, მათ შორის საზღვაო გადაზიდვების და ლოჯისტიკის, ნავსადგურის მენეჯმენტის და საზღვაო ტურიზმის სფეროში.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება (კონცენტრირებული კომპონენტებით: მენეჯმენტი - საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა; მენეჯმენტი - ნავსადგურის მენეჯმენტი; ტურიზმი - საზღვაო ტურიზმის მენეჯმენტი) - აკრედიტებული;
  • ფინანსები - საფინანსო საქმე და დაზღვევა ტრანსპორტზე - აკრედიტებული;
  • ეკონომიკა - საზღვაო ტრანსპორტის ეკონომიკა - აკრედიტებულ;
  • ტურიზმი - საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი - ავტორიზებული.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • საზღვაო ტურიზმის მენეჯმენტი -აკრედიტებული;
  • ლოჯისტიკა და ექსპედირება - ავტორიზებული;
  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი - ავტორიზებული.

 


« უკან